ყველაფერი ისეთი ჯანსაღიც არ არის, როგორიც შეიძლება გეგონოთ. როგორც წესი საუზმე ენერგიას გვაძლევს და მისი გამოტოვება დიდი შეცდომაა, რამაც შესაძლოა უამრავი დაავადება გამოიწვიოს. თუმცა, საუზმის მირთმევისას უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი საჭმელი მართლაც ჯანსაღია. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ყველაზე ცნობილი მითების შესახებ ფაქტებს:
გრანოლა ძალიან ჯანსაღია
თეორიულად ეს ასეა, თუმცა რეალურად გრანოლა შაქარსა და გადამუშავებულ ცხიმებს შეიცავს, რაც ძალიან ჯანსაღი არ გახლავთ. თუმცა, სახლში დამზადებული გრანოლის ჭამის დროს სანერვიულო არაფერი გაქვთ. მის მისაღებად შეგიძლიათ შეურიეთ ერთმანეთს თხილი, ქოქოსის ფანტელები, დარიჩინი და თაფლი, შემდეგ კი შეწვით გაყვითლებამდე.
უცხიმო უკეთესია
ეს ფაქტი მითია. დაბალ-ცხიმიანი რძის პროდუქტები არაჯანსაღი დანამატებით ანაცვლებენ ცხიმიანი პროდუქტებისთვის დამახასიათებელ გემოსა და შემადგენლობას. ამასთანავე, ასეთი საჭმელები ნეგატიურად მოქმედებენ თქვენი მეტაბოლიზმის პროცესებზე. ამის გამო სჯობს აირჩიოთ ცხიმიანი და ნაკლები შაქრის შემცველი პროდუქტები. ისინი უფრო დიდი ხნით დაგანაყრებთ.
პროტეინების დავიწყება
თუკი საუზმის შემდეგ ისევ გრძნობთ შიმშილს, მაშინ სჯობს პროტეინებით მდიდარი საჭმელი მიირთვათ. მაგალითად კვერცხები შეიძლება რამდენიმენაირად მოამზადოთ ამ მიზნით. თუკი კვერცხი არ გიყვართ, მაშინ შეიძლება მიირთვათ მარცვლეული ბერძნულ იოგურტთან ერთად.
კვერცხის გულის ჭამაზე უარის თქმა
ცნობილი ფაქტია, რომ კვერცხის გარეთა ნაწილი ძალიან ცოტა ცხიმს და შესაბამისად ცოტა კალორიებს შეიცავს. თუმცა, ყველაფერი სასარგებლო, მაგალითად რკინა, B ვიტამინი და D ვიტამინიც სწორედ კვერცხის გულშია მოთავსებული. ბევრს სჯერა, რომ კვერცხის გული ცხიმის შემცველობის გამო სისხლში ქოლესტეროლის დონეზე ახდენს გავლენას, თუმცა ეს მართალი არ გახლავთ. ამიტომ შეგიძლიათ მთელი კვერცხი მშვიდად მიირთვათ.
ფორთოხლის წვენი
ფორთოხლის წვენი საკმაოდ ჯანსაღად ჟღერს იქამდე, სანამ გაიგებთ თუ რამდენი ფორთოხალი სჭირდება მის დამზადებას. წვენები როგორც წესი შაქარითაა სავსე, რის გამოც თვითონ ხილის ჭამა უფრო ჯობია მის მიღებას.
საუზმის ფილა
მათი უმრავლესობა უამრავი გადამუშავებული ცხიმითა და შაქრითაა სავსე, თანაც პროტეინებს საერთოდ არ შეიცავენ. თუკი დილით საუზმის მომზადების დრო არ გაქვთ, იზრუნეთ ამაზე ძილის წინ. მსგავსი ფილების ჭამას ნებისმიერი სხვა ვარიანტი აჯობებს. მაგალითად შეგიძლიათ მიირთვათ ხორბლეული თხილთან და კენკრასთან ერთად.
ნაჩქარევი საუზმე
თუკი დილით ბევრი ჭამის დრო არ გაქვთ და ნაადრევად გადიხართ სახლიდან, ამას შესაძლოა საკმაოდ საჭირო მინერალები მოგაკლოთ. ასეთ შემთხვევაში სჯობს გზად გაიყოლოთ რომელიმე ჯანსაღი სასუსნავი. მაგალითად თხილეული, იოგურტი ან ხილი იდეალური საჭმელია გზაში მისართმევად. ამის შემდეგ აუცილებელია მიირთვათ პროტეინით სავსე ვახშამი.