ნუშის ზეთი ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც საოცრებებს ახდენს თმისა და კანის პრობლემათა აღმოსაფხვრელად.
ანტიოქსიდანტებით, B, A, E_ვიტამინებით, მინერალებით, ოლეინისა და ლინოლეინის მჟავით მდიდარ ნუშის ზეთს უძველესი დროიდან იყენებდნენ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები.
მოცემული საშუალება უნივერსალური პროდუქტია და მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპისა და ასაკის კანისთვის. ნუშის ზეთი ადვილად შეიწოვება, არ ხურავს ფორებს და უამრავი სარგებელი მოაქვს კანისთვის:
- ათანაბრებს კანის ტონს
- აღიავებს პიგმენტურ ლაქებს, ჭორფლებს
- აფერხებს დაბერების პროცესს, ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას კანზე
- კანს ანიჭენს ელასტიურობას, არბილებს
- ინტენსიურად კვებავს კანს
- აშორებს სტრიებს
- კურნავს ნაწიბურებს
- ხელს უწყობს უჯრედების აღდგენას
- არბილებს და ამშვიდებს კანს მზის ზემოქმედების შემდეგ
- აშორებს თვალების ირგვლივ მუქ წრეებს და თვალების ქვეშ ტომრებს
- ხელს უწყობს წამწამების ზრდას
ნუშის ზეთი უმარტივესი გამოსაყენებელია. უბრალოდ დაიწვეთეთ ხელისგულზე რამედნიმე წვეთი ნუშის ზეთი და მსუბუქი მოძრაობებით წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, თვალების ირგვლივ კანზე, კისერზე, მკერდის ზონაზე.
შემდეგ თითების ბალიშების წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი, სანამ კანი არ შეიწოვს ზეთს.
ნუშის ზეთის საფუძველზე შეგიძლიათ სახის კანის ნიღბების და კანის მოვლის უამრავი სხვა საშუალებების მომზადება. ზეთი ხელს უწყობს სხვა კომპონენტებს, ღრმად შეაღწიოს კანში და ზრდის ნიღაბის ეფექტურობა.
ნუშის ზეთის გამოყენებამდე ჩაიტარეთ ტესტი. იდაყვის შიგნითა მხარეს წაისვით მცირე რაოდენობის ზეთი და დააკვირდით 20 წუთი. თუ კანი არ გაგიღიზიანდათ, თამამად გამოიყენეთ ნუშის ზეთი.
ნუშის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის მოსავლელად. შემოგთავაზებთ ამ საოცარი ზეთის ბაზაზე მომზადებული ნიღბების რეცეპტებს:
- თანაბარი რაოდენობით აიღეთ ნუშის ზეთი, ზეითუნის ზეთი და ალოე ვერას გელი. ინგრედიენტები აურიეთ და კარგად შეიზილეთ თავის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი (თუ დრო გაქვთ შეგიძლიათ უფრო დიდხანს გაიჩეროთ). შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
- აიღეთ თითო-თითო ჩაის კოვზი ნუშისა და ხორბლის ჩანასახების ზეთი (ან ზეითუნის ზეთი), კონიაკი, 1 ცალი კვერცხის გული. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და წაისვით თავის კანზე და გაინაწილე თმის მთელ სიგრძეზე. შემდეგ დაიხურეთ შხაპის ქუდი და გაიჩერეთ 15-30 წუთი.
პროცედურის ბოლოს თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
ნუშის კოსმეტოლოგიური ზეთის შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ.