სიმსუქნის გამომწვევი მიზეზები, რომელსაც არანაერი კავშირი არ აქვს სიზარმაცესთან და სწრაფ კვებასთან.

თუკი უკვე სცადეთ დიეტის დაცვა, კალორიების დათვლა, საათობით ვარჯიში და მაინც არ ხართ კმაყოფილი თქვენი წონით, მაშინ მაინც არ უნდა დანებდეთ. გასუქების მიზეზი დიეტის და აქტივობის დონის გარდა კიდევ სხვა უამრავი რამ შეიძლება იყოს. ნახეთ რას შეუძლია თქვენს წონაზე გავლენის მოხდენა:

7. ჰორმონალური ცვილებები

ქალის ცხოვრებაში მისი ორგანიზმი ჰორმონალურ ცვილებებს განიცდის მოზარდობის პერიოდში, ორსულობისას, მშობიარობისას და მენოპაუზის დროს. ასეთი პროცესები გავლენას ახდენენ მეტაბოლიზმზე და იწვევენ წონის მატებას. მიიღეთ ექიმისგან ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდოთ ჰორმონალური ცვილებების დროს და დაკავდით მრავალფეროვანი ფიზიკური აქტივობებით.

6. ზედმეტად ბევრი ხილის ჭამა

ზოგიერთი ხილის სახეობა ბევრ შაქარს და კალორიებს შეიცავს, გლუკოზის, ფრუქტოზის და საქაროზას სახით. კარგი გადაწყვეტილებაა ტკბილეულის ხილით ჩანაცვლება, თუმცა არც ეს სასუსნავი არ უნდა მიირთვათ დიდი რაოდენობით.

5. ჯანმრთელობის პრობლემები

წონის მატება შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთმა პრობლემებმა, როგორიცაა ტოქსინები, შეკრულობა, მამაკაცის სქესის ჰორმონების წარმოებაზე პასუხისმგელი პროცესების მოშლა და ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა. ასეთ დროს ჩაიწერეთ რისი ჭამა იწვევს მუცელში დისკომფორტის გაჩენას და მოერიდეთ მსგავსი პროდუქტების მიღებას ექიმთან მისვლამდე.

4. მედიკამენტების მიღება

ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინები, ანტიფსიქოტური წამლები, სტეროიდები და ბეტა-ბლოკატორები ისეთ მედიკამენტებს მიეკუთვნებიან, რომლების გვერდით ეფექტებშიც წონის მომატების პროცესი შედის. თუკი ეჭვი გაქვთ, რომ რომელიმე მედიკამენტი წონის მომატებას იწვევს, გაესაუბრეთ ექიმს მის შესახებ.

3. ემოციური ჭამა

ფსიქოლოგიური მიზეზების გამო საჭმლის ჭამას შიმშილთან შეიძლება კავშირი არ ჰქონდეს. მაგალითად შოკოლადი იდეალური აფროდიზიაკია. უნდა გაარკვიოთ, თქვენ მუცელს სჭირდება საჭმელი თუ თქვენს გონებას. თუკი რაიმე პროდუქტის დიდი ოდენობით ჭამის სურვილი გაწუხებთ და მისი ჭამა ზედმეტად ძლიერად გსურთ, მაშინ ეს გონების მოთხოვნილებაა და არა შიმშილი. ასეთ სჯობს რაიმე ჯანსაღი საჭმლის ჭამით გაართოთ ორგანიზმი.

2. სტრესი

სტრესის დროს ორგანიზმი უფრო მეტ კორტიზოლს გამოიმუშავებს. ეს ჰორმონი შიმშილის გრძნობის გაძლიერებას იწვევს, რადგან ორგანიზმი სტრესის დროს თავის დასაცავად უფრო მეტი ენერგიის მიღებას ითხოვს. სწორედ ამიტომ უნდა განიტვირთოთ უფრო ხშირად და სცადოთ მოდუნება სტრესის დროს, ჭამის ნაცვლად.

1. ძილის ნაკლებობა

კვლევების მიხედვით ადამიანები, რომლებსაც დღეში 6 საათზე ნაკლები სძინავთ, საშუალოდ ყოველ წელს 5 კილოთი უფრო მეტს იმატებენ იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც ყოველდღიურად მინიმუმ 7 საათი მაინც სძინავს.