შემოგთავაზებთ უმარტივესი ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული ხელნაკეთი ნიღბების რეცეპტებს, რომელთა საშუალებით შეძლებთ დაზიანებული, გამომშრალი და უსიცოცხლო თმის აღდგენას, გაყოფილი ბოლოების მკურნალობას.
ნიღბების შედეგი გაგაოცებთ!
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, ხელმისაწვდომი და დარწმუნდით, რომ რამდენიმე გამოყენების შემდეგ თქვენს თმას ვეღარ იცნობთ!
რეცეპტი N1
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნუშის ან ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
- თაფლი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ოდნავ გააცხელეთ ზეთი, დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ. ნიღაბის წასასმელად გამოიყენეთ ფუნჯი. მომზადებულ მასა არ ისვამთ თმის ძირებზე. წასმა დაიწყეთ თმის შუა ნაწილიდან. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გაყოფილ ბოლოებს. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20-30 წუთი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.
რეცეპტი N2
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ყავისფერი შაქარი 2 ს. კ.
- ნუშის ზეთი 1 ს. კ.
- არგანის ზეთი 1 ს. კ.
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და წრიული მოძრაობებით ცოტა-ცოტა შეიზილეთ თავის კანზე.
მიაქციეთ ყურადღება, ნიღაბს იყენებთ თავის კანზე!
შემდეგ თმის შუა ნაწილიდან ბოლობისკენ იყენებთ სხვა ნიღაბს, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი მეოთხედი ჩ. ჭ.
- ნეკერჩხლის სიროფი 1 ს. კ.
- მწიფე ბანანი ნახევარი
- წყალი ნახევარი ფინჯანი
- ლიმონის წვენი 3 ს. კ.
- თაფლი 2 ს. კ.
მომზადების და გამოყენების წესები:
ბანანი დაჭერით, ჩანგლით კარგად დაჭყლიტეთ. შემდეგ შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურევთ განუწყვეტლივ. მასა რომ დაიწყებს გასქელებას, გადმოდგით ცეცხლიდან.
გაგრილებული მასა წაისვით თმის შუა ნაწილიდან ბოლოებისკენ. შემდეგ დაიხურეთ შხაპის ქუდი და დაითბუნეთ პირსახოცით. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30-40 წუთი. ნიღაბის მოსაშორებლად 2-ჯერ დაიბანეთ თმა შამპუნით.
რეცეპტი N3
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნახევარი ლიმონი
- ნატურალური იოგურტი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა შეიზილეთ თმის ძირებზე და გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
მოცემული ნიღაბი გაიკეთეთ საღამოს.
რეცეპტი N4
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხის გული
- ზეითუნის ზეთი (არარაფინირებული) 3 ს. კ.
- თაფლი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. თმა გაყავით ორ ნაწილად. ჯერ ერთ ნაწილზე წაისვით ნიღაბი. შემდეგ_მეორეზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თმის ბოლოებს. დაიხურეთ შხაპის ქუდი და ფენის საშულებით შეათბეთ თმა. სამოქმედოდ დაიტოვეთ 1 საათი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
თმის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ თმის ბოლოებზე წაისვათ ცოტა არგანის ზეთი.