შემოგთავაზებთ უმარტივესი ხელნაკეთი სამკურნალო საშუალებების რეცეპტს, რომელთა დახმარებით ბუნებრივი გზით შეძლებთ ვარიკოზული ვენების სიმპტომების შემცირებას, ვენების ელასტიურობის აღდგენას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.
ვარიკოზულ ვენებს უამრავი უსიამოვნო სიმპტომი ახლავს: ტკივილი, დისკომფორტი, ქავილი, სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, შეშუპება და სხვა.
თუ თქვენ მოცემული პრობლემის წინაშე დგახართ, მოერიდეთ მაღალქუსლიანი და მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარებას, შეამცირეთ სეირნობის დრო, მოერიდეთ ერთი და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნას, ვთქვათ, გიწევთ დიდხანს ჯდომა, ადექით, გაიარ-გამოიარეთ. არ ჩაიცვათ მოჭერილი წინდები, ფეხსაცმელი და სამოსი.
სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარტოფილი 1 ცალი
- ალოე ვერას წვენი 1 ჩ. ჭ.
- ნახევარი ლიმონის წვენი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
კარტოფილი გათალეთ და გახეხეთ წვრილ სახეხზე, დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი, ალოე და კარგად აურიეთ, გადაიტანეთ მინის თავდახურულ კონტეინერში.
მოცემული საშულება გამოიყენეთ საღამოს. ნარევი 10-15 წუთის განმავლობაში მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებზე, შემოიხვიეთ საკვების ცელოფანი და სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე. დილით ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
შემოგთავაზებთ ხახვის ფოჩებზე დამზადებული რამდენიმე სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელთა დახმარებით შეძლებთ სისხლის გაწმენდას, სისხლძარღვების ელასტიურობის აღდგენას. ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი ხახვის ფოჩები გამოიყენება ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის სამკურნალოდ.
რეცეპტი N1
სამკურნალო ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხახვის დაქუცმაცებული ფოჩები 2 ს. კ.
- არაყი ნახევარი ჩ. ჭ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ხახვის ფოჩები გარეცხეთ, დაყარეთ ხელსახოცზე გააშრეთ, დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ მინის თავდახურულ კონტეინერში, დაასხით არაყი, გააჩერეთ 1 კვირა.
- მზა ნაყენის 10-15 წვეთი გააზავეთ ცოტა წყალში და სამკურნალო ნარევიც მზად არის.
- მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 1 კვირა. ცოტა ხნით შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.
რეცეპტი N2
სამკურნალო ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხახვის დაქუცმაცებული ფოჩები 2 ს. კ.
- ადუღებული წყალი ნახევარი ლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ხახვის ფოჩებს დაასხით ადუღებული წყალი, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 8 საათი. გადაწურეთ და ნახევარი-ნახევარი ჩ. ჭ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
რეცეპტი N3
ნახარშის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხახვის ფოჩები 4 ს. კ.
- რძე 1 ლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ხახვის ფოჩებს დაასხით რძე, აადუღეთ. ადუღეთ 10 წუთი. შემდეგ გადაწურეთ.
- სამკურნალო ნახარში შეიზილეთ ფეხებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 1 კვირა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!