სავარჯიშოები მხედველობის გასაუმჯობესებლად: ექიმ დროჟენიკოვის მეთოდი

კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, კითხვა ტრანსპორტში ან ცუდი განათების ქვეშ, სტრესი, ნერვული დაძაბულობა და უძილობა – ეს იმ რისკ-ფაქტორთაგან მხოლოდ რამდენიმე პუნქტია, რომლებიც მხედველობის გაუარესებას იწვევს. ყველა ზემოჩამოთვლილი, დროთა განმავლობაში, ოფთალმოლოგიურ დაავადებებს იწვევს.

სტრესის ფონზე, მოსალოდნელია რეფრაქციის ანომალიების ჩამოყალიბება – ახლომხედველობა, შორმხედველობა, ასტიგმატიზმი. ასაკთან ერთად, შესაძლებელია ბადურის ატროფიის, კატარაქტისა და გლაუკომას წარმოქმნაც. თუმცა, მათი მკურნალობა შესაძლებელია, მთავარია, პროფილაქტიკური ზომები აქედანვე მიიღოთ.

ალექსანდრ დროჟენიკოვი გვთავაზობს თვალის სავარჯიშოებს მხედველობის გასაუმჯობესებლად, რომლებიც გვეხმარება ოფთალმოლოგიური დაავადებების დროს და აჩერებს მათ განვითარებას. ჩვენი რედაქცია კი ამ სავარჯიშოებს დღეს თქვენ შემოგთავაზებთ.

სავარჯიშოები მხედველობის გასაუმჯოებსებლად

სახალხო მკურნალი და დღეგრძელობის სკოლის დამფუძნებელი ყოველთვის მხოლოდ საუკეთესო და ნაცად სავარჯიშოებს გვიზიარებს. ამჯერად, იგი გვირჩევს ძლიერ სავარჯიშოებს თვალებისთვის – დაო-ინის კომპლექსს. ეს სავარჯიშოები არამხოლოდ აუმჯობესებს მხედველობას, არამედ დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე.

ბოლოს დავურთავთ ვიდეოს, რომელშიც თვალსაჩინოდ იხილავთ ამ სავარჯიშოების შესრულების ტექნიკას. მანამდე კი გავერკვეთ, რომელი სავარჯიშო რისთვისაა.

თვალების სავარჯიშოები

1. სავარჯიშო სრულდება ჯდომისას ან დგომისას, როგორც მოახერხებთ. მიიღეთ კომფორტული მდგომარეობა, დაიდეთ ხელის გულები თვალებზე და მოდუნდით. 3-4-ჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, ისუნთქეთ ნელა და ღრმად. თითოეული ამოსუნთქვისას, გამოათავისუფლეთ ზედმეტი აზრები თავიდან.

ეს ერთგვარი მომზადებაა ვარჯიშისთვის. უნდა დამშვიდდეთ, მოიშოროთ უსარგებლო ფიქრები, ჩაეფლოთ საკუთარ თავში და კონცენტრირდეთ სავარჯიშოებზე.

2. 3 თითი (საჩვენებელი, შუა და არათითი) დაიდეთ თვალის ბუდის ზედა კიდეზე, წარბქვეშ, ცხვირის კიდიდან დაწყებული. დააჭირეთ და იმოძრავეთ თვალის ბუდის ზედა ნაწილზე, ცხვირიდან საფეთქლებამდე. შემდეგ ასევე გადაატარეთ თითები თვალის ბუდის ქვედა ნაწილს.

საჭიროა ძლიერად დაჭერა, თუმცა ფრთხილად იყავით, თვალები არ დაიზიანოთ. გადაატარეთ თითები სამჯერ ზედა ნაწილზე, სამჯერ – ქვედაზე.

3. ასევე, სამი თითით დააჭირეთ ღრმულს თვალის ბუდეების ქვეშ. ჯერ დაზილეთ იგი წრიული მოძრაობებით, შემდეგ ძლიერად დააჭირეთ და მყისიერად გაუშვით.

შემდეგ თითები მოათავსეთ თვალქვეშ, დაიზილეთ აქტიური მოძრაობებით, შემდეგ დააჭირეთ და აუშვით.

4. ახლა დახუჭეთ თვალები და თითები გუგებზე დაიდეთ (ქუთუთოებზე). დააჭირეთ ძალიან ფრთხილად, თუმცა ძლიერად. დააჭირეთ და აუშვით, გაიმეორეთ ათჯერ.

5. დიდი და საჩვენებელი თითებით დაიჭირეთ ზედა ქუთუთო და 50-ჯერ ამოძრავეთ ზემოთ-ქვემოთ. მოძრაობები მსუბუქი უნდა იყოს. თუ ტკივილს ან დისკომფორტს გრძნობთ, დაისვენეთ.

6. და ბოლო სავარჯიშო: დიდი და საჩვენებელი თითები დააჭირეთ ცხვირის ძვალს, ორივე თვალის შიდა კიდესთან. დაითვალეთ ათამდე, დააჭირეთ და გაუშვით.

ეს ძალიან ძლიერი სავარჯიშოებია, რომლებიც მთელ ორგანიზმზე ახდენს გავლენას. მისი დახმარებით შეგიძლიათ მხედველობის აღდგენა, მისი გაუმჯობესება, თვალების დაღლილობის მოხსნაც. ჩვევად შემოიღეთ მუშაობის შემდეგ ან ძილის წინ ამ სავარჯიშოების შესრულება.

ესეც ზემოთ დაპირებული ვიდეო, რომელშიც ალექსანდრ დროჟენიკოვი სავარჯიშოებთან დაკავშირებით უფრო მეტს გიამბობთ.

სავარჯიშოს პირველი შესრულებისთანავე იგრძნობთ გაუმჯობესებას.  სავარჯიშოები ეხმარება ახლომხედველ, შორმხედველ ადამიანებს, კარგია გლაუკომისა და ასტიგმატიზმის დროს. გარდა ამისა, ეს სავარჯიშოების კომპლექსი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თვალებისა და თავის ნაწილში, აგრეთვე, არეგულირებს გულის მუშაობას.

ნებისმიერ პრობლემაში მთავარი დამნაშავე სტრესია. მოერიდეთ მას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც გაცილებით ნაკლებად შეგაწუხებთ.