შემოგთავაზებთ თმის ნიღაბის რეცეპტს, რომლის შემადგენლობა დატვირთულია ორი უძლიერესი სამკურნალო ინგრედიენტით.
მოცემული საშუალება ,,აღმდგენი ლოსიონია“, რადგან ის საოცრებებს ახდენს: აღადგენს თმის სტრუქტურას, ანიჭებს ჯანსაღ მბზინვარებას, ეფექტურად ებრძვის თმის ცვენას, ხელს უწყობს თმის ზრდას, მოგაშორებთ ქერტლს.
როზმარინი სამკურნალო მცენარეა. იგი შეიცავს დიდ რაოდენობით ვიტამინებს B6, B2, A, C, რკინას, ფოსფორს, მაგნიუმს, თუთიას, კალციუმს და სხვა ანტიოქსიდანტებს. სწორედ, ამ საკვები ნივთიერებების სიმდიდრის წყალობით როზმარინს აქვს თმის აღდგენის უნარი.
მეორე ინგრედიენტია ვაშლის ძმარი. ეს საოცარი პროდუქტი ღრმად წმენდს თავის კანს, არბილებს თმას და ანიჭებს მბზინვარებას.
ლოსიონის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ორგანული ვაშლის ძმარი 30 მლ
- როზმარინი 3 ს. კ. (შეგიძლიათ გამოიყენოთ გამხმარი და ახალი)
მომზადებისა და მოხმარების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ გადაწურეთ.
- ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ თავი, მაგრამ კონდიციონერი არ გამოიყენოთ. თმა გაიშრეთ.
- მზა ლოსიონი ბამბის ტამპონით შეიზილეთ თავის კანზე. შემდეგ თავის კანზე ორივე ხელით გაიკეთეთ მასაჟი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი.
- პროცედურის ბოლოს თმა დაიბანეთ თბილი წყლით.
- გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ.
- ლოსიონი შეგიძლიათ გამოიყენოთ წარბებზეც. ბამბის ტამპონით და 10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
მოცემული საშუალების გამოყენებამდე ჩაიტარეთ ტესტი. ლოსიონი წაისვით იდაყვის შიგნითა მხარეს და დააკვირდით. თუ არ მოჰყვა ალერგიული რეაქცია, ნიღაბი თამამად გამოიყენეთ.