როდის და როგორ გავახმოთ ჟასმინის ყვავილები სწორად

ძალიან მალე ჟასმინი აყვავილდება. ეს მარადმწვანე მცენარე სასიამოვნო არომატით გამოირჩევა და თავისი სილამაზით გვახარებს. ნაზი ბუჩქის თვისებები ამით სრულდება? რა თქმა უნდა, არა. ჟასმინი მთელ რიგ სასარგებლო თვისებებს ფლობს. დღეს სწორედ ამის შესახებ გიამბობთ. ასევე გასწავლით, როგორ გაახმოთ ჟასმინი და რატომ უნდა მოიქცეთ ასე.

ჟასმინს მრავალფეროვანი გამოყენება აქვს. პირველ რიგში, ჟასმინის ზეთი კოსმეტოლოგიაში ანტიასაკობრივ საშუალებად გამოიყენება. მეორეც, მცენარე ხალხურ მედიცინაში პოპულარულია. მისი დახმარებით ჰეპატიტს, ღვიძლის ციროზს, ასთმას და მხედველობის ორგანოს დაავადებებს კურნავენ. დღეს ჟასმინის კულინარიაში გამოყენება გვაინტერესებს. თუ ჟასმინის გახმობას ისწავლით, არომატული ყვავილების დამოუკიდებლად მომარაგებას შეძლებთ. ყვავილების ჩაი არომატით, გემოთი და სასარგებლო თვისებებით გაგახარებთ.

როგორ გავახმოთ ჟასმინი

ჟასმინის სარგებელი

მისი სასარგებლო თვისებების სპექტრი დიდი ხანია ცნობილია. მცენარის თვისებებს შორის გამოიყოფა:

  • ჟასმინის ჩაი ნერვულ დაძაბულობას აქრობს, ამშვიდებს და უძილობას აქრობს.
  • მცენარეს არტერიული წნევის შემცირება შეუძლია.
  • ყვავილის წყალობით გულ-სისხლძარღვთა სისტემა სტიმულირდება.
  • მცენარე ქალებში ლიბიდოს და კაცებში პოტენციის ზრდას ხელს უწყობს.
  • ჟასმინი შრომისუნარიანობას ზრდის და იმუნიტეტს აძლიერებს.

ჟასმინის სასმელი შეგიძლიათ ბავშვებს, მოხუცებს დაალევინოთ, თუ მათ ყვავილებზე ალერგია არ აქვთ. სხვა უკუჩვენებებიც გახსოვდეთ. მაგალითად, ჯასმინის გამოყენება უკუჩვეულებულია დაბალი არტერიული წნევის, კუჭის წყლულის დროს, ორსულებისა და მეძუძურე ქალებისთვის.

როგორ შევაგროვოთ ჟასმინი

ევროპაში ჟასმინის 2 სახეობა იზრდება – თეთრი სამკურნალო ჟასმინი და ყვითელი ბუჩქოვანი ჟასმინი. ყვავილობის პერიოდი ივნისის დასაწყის ან შუა რიცხვებს ემთხვევა. ჟასმინის ყვავილებს დილით 4-5 საათზე, მზის სრულად ამოსვლამდე კრეფენ. ამ დროს ჟასმინში დიდი რაოდენობით ზეთია კონცენტრირებული. მოკრეფის დროს თბილი და მშრალი ამინდი უნდა იყოს. ყვავილები ფრთხილად შეაგროვეთ, ფურცლები არ დააზიანოთ. ყვავილების ჩატუმბვა არ ღირს, მათ უნდა ისუნთქოთ. სწორედ ამიტომ, ყვავილების შესაგროვებლად ფართო ჭურჭელი გამოგადგებათ.

როგორ გავახმოთ ჟასმინის ყვავილები

თავდაპირველად, სწორ ზედაპირს სუფთა ქაღალდი დააფინეთ. შემდეგ მასზე ყვავილები მოათავსეთ და გადახედეთ. ყველა ფოთოლი, გაფუჭებული ყვავილი და მწერი მოაშორეთ. მზა მასალა ერთ ფენად გაშალეთ. ჟასმინი თბილ ადგილას გაახმეთ, მაგრამ ოთახი კარგად უნდა ნიავდებოდეს. პროცესს 4-5 დღე დასჭირდება. დრო და დრო ყვავილებს აურიეთ, რომ ისინი თანაბრად გახმეს.

ჟასმინის ყვავილები ძალიან მყიფე და ნაზია. სწორედ ამიტომ, ყვავილების ღუმელში გახმობა გამორიცხულია. მცენარის სწორი გადამუშავებით ღია, არომატულ ყვავილებს მიიღებთ. ის ხელში უნდა იფშვნებოდეს.

როგორ შევინახოთ ჟასმინი

ჟასმინის ხმელი ყვავილები შეგიძლიათ სხვადასხვა მეთოდით შეინახოთ. პირველ რიგში, მუქი ფერის მინის ჭურჭელი გამოგადგებათ. ამასთან სახურავი უნდა გახვრიტოთ, რომ ყვავილებმა სუნთქვა შეძლონ. მეორეც, შეგიძლიათ ქაღალდის პაკეტი და ჰაეროვანი ფილტრები გამოიყენოთ. ჟასმინი სხვა სურნელოვანი პროდუქტებისგან (ყავა, სანელებლები) მოშორებით შეინახეთ. გახსოვდეთ, ყვავილების შენახვის ვადა ზუსტად 1 წელია.

როგორ გამოვიყენოთ ჟასმინი

ჟასმინი შესანიშნავი ბუნებრივი არომატიზატორია. სწორედ ამიტომ, ყვავილებიდან შეგიძლიათ გააკეთოთ საშე (მშრალი სუნამო) და ტანსაცმლის კარადაში მოათავსოთ. გარდა ამისა, საშე შეგიძლიათ ოთახში დადოთ, ასე მას სასიამოვნო არომატით გაავსებთ. გამოყენების პოპულარული მეთოდი – არომატული ჩაის მომზადება. ჟასმინის ყვავილები შავ ან მწვანე ჩაის სასმელს დაუმატეთ, პროპორცია დაიცავით. 3 ნაწილ ჩაის 1 ნაწილი ყვავილები დაუმატეთ.

ჩაი ჟასმინით მთელ მსოფლიოში პოპულარული სასმელია. მას სხვადასხვა ტექნოლოგიით ამზადებენ და ამაზე ჩაის ღირებულებაა დამოკიდებული. მაგალითად, მოლი იუ დე ან „ნეფრიტის პეპელა“ ყველაზე ძვირადღირებულ ჩაის წარმომადგენლად ითვლება. 50 გრ სასმელი 100 ლარზე მეტი ღირს. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია ჟასმინის ყვავილები დამოუკიდებლად შეაგროვოთ. მით უმეტეს, უკვე იცით, როგორ გაახმოთ ჟასმინის ყვავილები სახლის პირობებში. თქვენ გიყვართ ჟასმინის ჩაი?