როგორ გავწმინდოთ უთო მარტივად ნამწვავისა და ნებისმიერი სახის დაბინძურებისგან

შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომელთა საშუალებით შეძლებთ უთოს მიმწვარი ზედაპირის მარტივად გაწმენდას.

1. ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტები

ეს ყველაზე სწრაფი მეთოდია. უთო გააცხელეთ მაქსიმალურ ტემპერატურაზე და გამორთეთ. შეამოწმეთ გამორთულია თუ არა ორთქლის ფუნქცია. ეს აუცილებელია, რადგან შეიძლება დაიწვათ. აიღეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტი, მსუბუქად დააწექით და გაწმინდეთ უთოს ზედაპირი. გასაპრიალებლად გამოიყენეთ ქაღალდის ხელსახოცი. იმოქმედეთ ფრთხილად, რადგან უთო ჯერ ისევ ცხელია!

2. ძმარი 9%-იანი

თუ გსურთ, თქვენი უთოს ზედაპირი ახალივით ბრწყინავდეს,  გასაწმენდად გამოიყენეთ ძმრისა და ნიშადურის სპირტის  ნარევი. ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით. მომზადებული ნარევით გააჯერეთ ბამბის ტამპონი და  გაწმინდეთ დაბინძურებული ადგილები. უთო უნდა იყოს ცივი.

მცირე ძალისხმევა და ნამწვავი უკვალოდ გაქრება.

3. საკვები სოდა

რამდენიმე კოვზი სოდა გახსენით მდუღარე წყალში. გასაწმენდად დაგჭირდებათ რბილი ქსოვილი. ქსოვილი გააჯერეთ მომზადებული ხსნარით და დაიწყეთ უთოს ზედაპირის გაწმენდა. უთო უნდა იყოს ცივი.

უმჯობესია, შეეცადოთ, რომ უთოს ზედაპირი არ დაგეწვათ, ამიტომ თითოეული ტიპის ქსოვილისთვის სათანადოდ შეარჩიეთ ტემპერატურის რეჟიმი. ასევე შეეცადეთ, ყოველი დაუთოების შემდეგ უთო ნესტიანი რბილი ქსოვილით გაწმინდოთ.