თირკმელები პასუხისმგებელია სისხლის ფილტრაციაზე, ორგანიზმიდან ზედმეტ სითხესთან ერთად მავნე და ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნაზე.
სწორედ ამიტომ, თირკმელებში წარმოიქმნება მცირე ფორმირებები, რომლებიც შარდთან ერთად გამოიყოფა. მაგრამ თუ ისინი თირკმელებში გროვდება, თანდათან იზრდება და შეიძლება ჩამოყალიბდეს პატარა ზომის კენჭებად.
თირკმელებში არსებული კენჭები ადამიანს შეიძლება წლების განმავლობაში არ უქმნიდეს დისკომფორტს, მაგრამ თუ იგი დაიწყებს მოძრაობას, მაშინ იწყება გაუსაძლისი ტკივილი.
საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ ამ პრობლემისგან თავის დაღწევას.
სტატიაში შემოთავაზებული საშუალებების გამოყენებას აარიდეთ თავი, თუ არ იცით, რა ზომის კენჭები გაქვთ. ეს ხალხური მეთოდები მართლაც ეფექტურად გვეხმარება თირკმელების გაწმენდაში და მცირე ზომის კენჭებისა და სილის გამოდევნაში, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ფორმირებული კენჭის ზომა 5 მილიმეტრს აღემატება, ის სადინარში შეიძლება გაიჭედოს.
სწორედ ამ მიზეზის გამო, მოერიდეთ ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებას, სანამ ექიმთან კონსულტაციას არ გაივლით.
რეცეპტი N1
ვაშლის ძმარი ხელს უწყობს თირკმელებში არსებული კენჭების დაშლას და ორგანიზმს უადვილებს მათ გამოყოფას.
აურიეთ 2 ს. კ. ვაშლის ძმარი და 1 ჩ. ჭ. წყალი და მომზადებული ნარევი მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში, ყოველი ჭამის წინ (ანუ გაყავით იმდენ ნაწილად, რამდენჯერაც მიირთმევთ), რათა შეძლოთ თირკმელებში კენჭების დაშლა და მათი ბუნებრივი გზით უმტკივნეულოდ გამოყოფა.
რეცეპტი N2
აურიეთ 30 მლ ზეითუნის ზეთი და ამავე რაოდენობის ლიმონის წვენი. მომზადებულ ნაზავს დაამატეთ ფინჯანი წყალი, კარგად აურიეთ და მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე, სანამ მოცემული პრობლემისგან არ გათავისუფლდები.
ხალხური საშუალებების გამოყენებამდე, გირჩევთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს. გისურვებთ ჯანმრთელობას!