ლამაზი ღიმილი ჩვენი სავიზიტო ბარათია. ხელნაკეთი საშინაო საშუალება გაათეთრებს ემალს და გააძლიერებს მას

1136

პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.

შემოგთავაზებთ ეფექტურ მეთოდს, რომლის საშუალებით  შეძლებთ კბილებზე ნადების, ქვების მოშორებას, პირის ღრუს უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიების აღმოფხვრას, უზრუნველყოფთ ჯანსაღ სუნთქვას.

დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • საკვები სოდა 1 ს. კ.
  • მარილი ნახევარი ს. კ.
  • წყალბადის ზეჟანგი ნახევარი ფინჯანი
  • პირის ღრუს ანტისეპტიკური სავლები
  • თბილი წყალი ნახევარი ფინჯანი
  • კბილის ჯაგრისი და კბილის ძაფი

გამოყენების წესები:

  1. აურიეთ სოდა და მარილი. კბილის ჯაგრისი დაასველეთ თბილი წყლით, ჩაყავით მომზადებულ ნარევში და ფრთხილად გაიხეხეთ კბილები, რამდენიმე წამის შემდეგ გადმოანერწყვეთ. პროცედურა გაიმეორეთ რამდენჯერმე 5 წუთის განმავლობაში.
  2. აურიეთ ნახევარი ფინჯანი წყალბადის ზეჟანგი და ნახევარი ფინჯანი თბილი წყალი. მომზადებული სავლები, დაახლოებით, 1 წუთის განმავლობაში ჩაიგუბეთ პირში, არ გადაყლაპოთ, გადმოანერწყვეთ და შემდეგ ცივი წყლით რამდენჯერმე კარგად გამოირეცხეთ.
  3. შემდეგ ეტაპზე კბილებზე ქვების მოსაშორებლად დაგჭირდებათ კბილის ძაფი. იმოქმედეთ ფრთხილად, არ დაიზიანოთ ღრძილები!
  4. პროცედურის ბოლოს გამოივლეთ პირის ღრუს ანტისეპტიკური სავლები.

გისურვებთ ჯანმრთელობას!