შემოგთავაზებთ ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული საუზმის რეცეპტს, რომელსაც მრავალი სარგებელი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის.
ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული საუზმე არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს იმუნიტეტს, გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან, წმენდს ნაწლავებს, საუკეთესოა მუცლის გარშემო დაგროვილი ცხიმებისა და ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად, ხელს უწყობს თმის ზრდას, აუმჯობესებს კანის საერთო მდგომარეობას.
ჯანსაღი საუზმის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შავი ქლიავი 5-7 ცალი
- შვრიის ფანტელი 2 ს. კ.
- კეფირი ან უცხიმო იოგურტი 1 ჭიქა
- სელის ზეთი 1 ს. კ.
- კაკაო 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- საუზმე მოამზადეთ საღამოს.
- შავ ქლიავს დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10-15 წუთი.
- ცალკე თასში აურიეთ შვრიის ფანტელი, კაკაო, სელის ზეთი, კეფირი.
- შავი ქლიავი დაჭერით, დაამატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს, აურიეთ, დაახურეთ ხუფი და მთელი ღამით შედეთ მაცივარში.
დილით მიირთვით ჯანსაღი და უამრავი საკვები ნივთიერებით დატვირთული საუზმე, მიაწოდეთ ორგანიზმის საკვები ნივთიერებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე!