თირკმელების დაავადების დროს არსებობს სხვადასხვა სიმპტომი, მათ შორისაა ხშირი შარდვა და შარდვის დროს წვის შეგრძნება. თუმცა ეს თირკმელების დაავადების ძირითადი გამსანზღვრელი არ არის. თირკმელების ერთ-ერთი დაავადებაა თირკმლის ინფექცია.
რა იწვევს თირკმლის ინფექციას?
თირკმლის ინფექცია ძირითადად გამოწვეულია ბაქტერიით E. ბაქტერიები სისხლძარღვში კანის მეშვეობით შედიან და მიიწევენ თირკმელებისკენ. ინფექცია ასევე შეიძლება განვითარდეს თირკმელების ოპერაციის შემდეგ.
ამ დაავადებით შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი დაინფიცირდეს, თუმცა ქალები უფრო დაუცველები არიან, ვიდრე კაცები. ეს გამოწვეულია იმით, რომ ქალებს აქვთ უფრო ნაკლები შარდსაწვეთი. ორსული ქალები უფრო მეტად არიან რისკის ქვეშ შარდსაწვეთზე ბავშვის წნევის გამო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერმა, რაც ბლოკავს შარდის დინებას, შეიძლება გაზარდოს თირკმლის ინფექციის შანსი.
ეს მოიცავს:
- საშარდე გზების ობსტრუქციას, როგორიცაა თირკმლის კენჭები.
- პირობები, რომლებიც ხელს უშლიან შარდის ბუშტის სრულ დაცლას.
- იმუნური სისტემის დასუსტება.
- საშარდე გზებში სტრუქტურული პრობლემები, მაგალითად, ჩირქოვანი შარდსაწვეთი.
შეიძლება თუ არა თირკმელების ინფექციის განკურნება?
თირკმლის ინფექციის მკურნალობა ადვილადა შესაძლებელი ანტიბიოტიკებით. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, ეს მდგომარეობა შეიძლება გადავიდეს სეპტიურ შოკში. რაც შესაძლოა სასიკვდილო იყოს. ასევე, შეიძლება განვითარდეს არტერიული წნევა ან თირკმლების უკმარისობა.
თუ რომელიმე ჩამოთვლილ სიმპტომს შეამჩნებთ, შესაძლოა თქვენს თირკმელებს საფრთხე ემუქრება და რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ექიმს.
ტკივილი შარდვის დროს
ეს არის მდგომარეობა, რომელსაც სამედიცინო ექსპერტები დისურგიას უწოდებენ.
ხშირი შარდვა
გარდა იმისა, რომ დღეში 20-ზე მეტჯერ შარდავთ, შეამჩნევთ, შარდი საკმაოდ მცირე რაოდენობით გამოიყოფა, რადგან ინფექციის გამო გაზიღიანებულმა შარდის ბუშტმა შეიძლება იფიქროს რომ სავსეა, რაც სინამდვილეში ასე არ არის.
შარდის დაგროვება აუცილებელია
ეს ხდება მაშინ, როდესაც გრძნობთ, რომ საჭიროა შარდის ბუშტის დაუყოვნებლივი დაცლა. შარდის ბუშტში გაღიზიანება ქმნის შარდის დაგროვების საჭიროებას.
უსიამოვნო სუნის შარდი
სხვა ვაგინალური პრობლემებისგან განსხვავებით, თირკმელების ინფექციას არ ახლავს სეკრეცია. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ თირკმელების ინფექცია გამორიცხოთ თუ შეამჩნევთ გამონადენს. თუმცა, უსიამოვნო სუნის შარდმა შეიძლება მიუთითოს თირკმელების ბაქტერიულ ინფექციაზე.
მუცლის ტკივილი
თირკმელები განლაგებულია მუცლის ზედა არეში. მუცლის, ნაწლავის ან ზურგის ტკივილი შესაძლოა თირკმლის ინფექციის ნიშანი იყოს.
ცხელება და შემცივნება
თირკმელების ინფექციის მქონე ადამიანებს, ჩვეულებრივ, აქვთ ცხელება. ზოგიერთი ასევე განიცდის ღამით ოფლიანობას, შემცივნებას და სხვა სიმპტომებს.
ჩირქი შარდში
ექიმი გაგიკეთებთ შარდის ანალიზსს, რათა გაირკვეს, არის თუ არა მასში ჩირქი. მისი ყოფნა იმაზე მიუთითებს, რომ შარდსაწვეთს აქვს ანთება და შესაძლოა სისხლიც კი გამოჩნდეს.
გულისრევა და ღებინება
თირკმლის ინფექციამ ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება. ამ ინფექციის მქონე ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება დაკარგოს მადა.