
შემოგთავაზებთ ლიმონის შიგთავსით მომზადებული უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თბილი წყალი 1 ჩ. ჭ.
- ფქვილი 1 ჩ. ჭ.
- ზეითუნის ზეთი 6 ს. კ.
- სოდა ნახევარი ჩ. კ.
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ყავისფერი შაქარი 1 ჩ. ჭ.
- ლიმონი 2 ცალი
- სახამებელი 1 ს. კ.
- დაჭრილი ნიგოზი, ქიშმიში, დაჭრილი გამომშრალი ხილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- თასში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, დაამატეთ სოდა, მარილი, სუფრის კოვზი შაქარი და აურიეთ.
- თბილი წყალი დაასხით ფქვილიან მასას, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და მოზილეთ მაგარი ცომი.
- მზა ცომს გადააფარეთ ტილო და დაასვენეთ ნახევარი საათი.
- ამზადებთ შიგთავსს: ლიმონი დაჭერით, ამოაცალეთ თესლები და დააბლენდერეთ.
- მიღებულ მასას დაამატეთ შაქარი, სახამებელი, ნიგოზი, ქიშმიში, გამომშრალი ხილი და აურიეთ.
- თქვენთვის ხელმისაწვდომ საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი.
- ცომი გაყავით ორ ნაწილად. ჯერ ერთი ნაწილი გააბრტყელეთ თხელ ფენად და გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. ცომი ამოიტანეთ ფორმის გვერდებზეც. შემდეგ დაიტანეთ შიგთავსი და თანაბრად გაანაწილეთ (კიდეებს ოდნავ დააშორეთ). შიგთავსზე დაადეთ მეორე ფენა და კიდეები შეაერთეთ ჩანგლით.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-40 წუთი.
უგემრიელესი ღვეზელი განსაკუთრებით შეესაბამება მწვანე ჩაის, რადგან მისი გემო და არომატი კიდევ უფრო მეტად იკვეთება.
მოამზადეთ და დარწმუნდით, რომ ლიმონის დელიკატური არომატი და ფხვიერი ცომის კომბინაცია უგემრიელესია!