ფორთოხლის ღვეზელი სწრაფი და იოლი მოსამზადებელია, თანაც უგემრიელესი გამოდის

242

თუ ნაჩქარევად გადაწყვეტთ, გამოაცხოთ რაიმე მარტივი, სწრაფად მოსამზადებელი და თან ძალიან გემრიელი, მაშინ შემოთავაზებული რეცეპტი სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ.

შემოგთავაზებთ ფორთოხლითა და ქიშმიშით მომზადებული  ძალიან გემრიელი, ნაზი, სველი და საოცრად არომატული კექსის რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 300 გრ
  • შაქარი 150 გრ
  • კარაქი 150 გრ
  • ფორთოხალი 1 ცალი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ქიშმიში 80 გრ
  • გამაფხვიერებელი 10 გრ

მომზადების წესი:

  1. კექსის მოსამზადებლად გჭირდებათ ფორთოხლის ცედრა. ფორთოხალი გახეხეთ წვრილ სახეხზე, აიღეთ ქერქის მხოლოდ ნარინჯისფერი ნაწილი.
  2. შემდეგ ფორთოხალი გაასუფთავეთ დარჩენილი კანისგან და  დაყავით  ნაწილებად. თითოეულ ნაწილს შემოაცალეთ აპკი და დააქუცმაცეთ პატარა ნაჭრებად.
  3. ქიშმიში გარეცხეთ, დაყარეთ ტილოზე და გააშრეთ. ქიშმიშს მოაყარეთ სუფრის კოვზი ფქვილი და აურიეთ.
  4. ამზადებთ ცომს: თასში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და კარგად აურიეთ.
  5. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, ფორთოხლის ცედრა და ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ ფქვილი.
  6. მომზადებულ ცომს დაამატეთ ქიშმიში, ფორთოხლის ნაჭრები და ნაზად აურიეთ.
  7. კექსის საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
  8. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 50 წუთი.

გაგრილების შემდეგ კექსი დაფარეთ შაქრის ფხვნილით. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!