როგორ მოვამზადოთ ყველი მასკარპონე საკუთარი ხელით. დაგჭირდებათ მხოლოდ არაჟანი

1286

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ უგემრიელესი მასკარპონეს მომზადებას. მასკარპონე იტალიური ნაღების ყველია, მაგრამ მოცემული რეცეპტის მიხედვით, მასკარპონეს მოსამზადებლად იყენებთ არაჟანს. ყველის ცხიმიანობა დამოკიდებულია არაჟნის ცხიმიანობაზე. კილო-ნახევარი არაჟნით მიიღებთ, დაახლოებით 1 კგ-მდე ყველს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • არაჟანი ცხიმიანი-1 კგ 500 გრ

მომზადების წესი:

  1. დაგჭირდებათ თუშფალანგი და საწურზე ოდნავ დიდი დიამეტრის თასი.
  2. თასი დადეთ მაგიდაზე. მარლა გადაკეცეთ ხუთ ფენად. ქვაბზე დადეთ თუშფალანგი და ზემოდან დააფარეთ მარლა.
  3. მარლაზე დაიტანეთ ცივი არაჟანი. მარლა რაც შეიძლება მჭიდროდ შეკარით და ზემოდან დაადეთ სიმძიმე, დაახლოებით, 2-4 კგ-მდე. არაჟანი შრატისგან უნდა დაიწუროს. არაჟნიანი თასი 2 დღით შედეთ მაცივარში.
  4. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, მიღებული მასა გადაიტანეთ კონტეინერში და სურვილისამებრ შეაზავეთ მარილითა და პილპილით ან მოამზადეთ ,,ტირამისუ“.

ყველი შეინახეთ მაცივარში. მოამზადეთ მასკარპონე და გემრიელად მიირთვით!