კანის პრობლემათა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია შავი წერტილების გაჩენა, რაც ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებისა და ჭარბი რაოდენობით კანის ცხიმის გამომუშავების შედეგია.
შავი წერტილების გაქრობაში და სამომავლოდ მათი ფორმირების თავიდან არიდებაში ძალიან დაგეხმარებათ საშინაო საშუალება, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ. ის საკმაოდ მარტივი მოსამზადებელი და გამოსაყენებელია.
ნატურალური საშუალება მზადდება რძისა და მუსკატის კაკლის ბაზაზე. რძე შეიცავს რძემჟავას, რომელიც ანადგურებს კანის მკვდარ უჯრედებს, ხოლო მუსკატის კაკალი ღრმად წმენდს ფორებს, არბილებს კანს და ანიჭებს მას ელასტიურობას. გამოიყენეთ უმარტივესი საშუალება და საბოლოოდ გათავისუფლდით შავი წერტილებისგან.
მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ს. კ. მუსკატის კაკალი
- ცოტა რძე
მომზადების წესი:
- მუსკატის ფხვნილს დაამატეთ ცოტა რძე ისე, რომ მიიღოთ პასტისებური მასა. მალამოს გამოყენებამდე სახე დაიბანეთ თბილი წყლით.
- ნარევი მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახეზე და დაიმასაჟეთ 4 წუთის განმავლობაში. განსაკუთრებით ფრთხილად მოეპყარით მგრძნობიარე უბნებს, სადაც გაქვთ აკნე და გაღიზიანება. ნიღაბის ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ.
გამოიყენეთ ეს საშუალება რეგულარულად, რათა ბოლომდე გაიქროთ შავი წერტილები და სამომავლოდ თავიდან აირიდოთ ფორების დაბინძურება და დაცობა. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!