ვაზელინის გამოყენება კოსმეტოლოგიური ხაზით უდიდეს სარგებელს მოგიტანთ. 7 პრობლემა, რომელსაც მხოლოდ მისი დახმარებით ვებრძვი

ვაზელინი მრავალმხრივი პროდუქტია და აქტიურად გამოიყენება როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, ისე კოსმეტოლოგიური ხაზით.

ამჯერად, ვისაუბრებთ ვაზელინზე როგორც კოსმეტოლოგიურ საშუალებაზე. უმარტივესი და ბიუჯეტური პროდუქტი საოცრებებს ახდენს:

  • არბილებს დამსკდარ და მშრალ ტუჩებს;
  • ანიჭებს ტუჩებს შესანიშნავ მბზინვარებას;
  • არბილებს გაუხეშებულ კანს და ქუსლებს;
  • ატენიანებს ნუნებს;
  • აშორებს თვალის მაკიაჟს;
  • მბზინვარებას ანიჭებს ფრჩხილებს;

სტატიაში შემოგთავაზებთ ვაზელინის გამოყენების რამდენიმე უჩვეულო ხერხს:

1. თმის გაყოფილი ბოლოების საწინააღმდეგო საშუალება

თმის გაყოფილ ბოლოებზე შეიზილეთ ვაზელინი და შეიხვიეთ პირსახოცით. სამოქმედოდ დაიტოვეთ 1 საათი. შემდეგ ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. პროცედურები გაიმეორეთ კვირაში ერთხელ, სასურველი შედეგის მიღებამდე.

ვაზელინი თმის საუკეთესი ნიღაბია. 2 ჩ. კ. ვაზელინს დაამატეთ რამდენიმე წვეთი თქვენთვის სასურველი ეთერზეთი. ნაზავი შეიზილეთ თმის სიგრძეზე და შეიხვიეთ პირსახოცით. სამოქმედოდ დაიტოვეთ საათ-ნახევარი. შემდეგ ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

2. დატენიანება

ვაზელინს აქვს დამატენიანებელი თვისებები. თუ საღამოს, ძილის წინ, დაზიანებულ კანზე შეიზელთ ვაზელინს, დილით კანი დარბილებული და აბრეშუმისებური გექნებათ.

საღამოს დახეთქილ ტუჩებზე წაისვით ვაზელინი, დილით ტუჩები დარბილებული და დატენიანებული გექნებათ. დაამატეთ ვაზელინს ცოტა დარიჩინი და მიიღებთ ტუჩის საუკეთესო ბალზამს და მაცდუნებელ მოცულობას.

3. მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება

დაიტანეთ ბამბის ფირფიტაზე ცოტა ვაზელინი და მოიშორეთ მაკიაჟი. შეგიძლიათ გამოიყენოთ თვალის მაკიაჟის მოსაშორებლად, რადგან არ იწვევს ნაზი კანის გაღიზიანებას.

4. გაპარსვის შემდეგ საშუალება

ვაზელინი, გარდა იმისა, რომ აღადგენს და ატენიანებს კანს, აქვს  ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ამიტომ შეგიძლიათ აქტიურად გამოიყენოთ გაპარსვის შემდეგ.

5. საღებავის ლაქების მოსაშორებლად

ვაზელინი თქვენი დამხმარეა. თუ თქვენ კანი თმის საღებავით დაისვარეთ, გამოიყენეთ ვაზელინი და ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარშე გაისუფთავეთ კანი.

6. მსუბუქი სკრაბი

ვაზელინს შეურიეთ ცოტა ჰიმალაის მარილი ან ყავა, ან ლერწმის შაქარი და მიიღებთ ტანის საუკეთესოს სკრაბს.

7. მდგრადი არომატი

ვაზელინი მთელი დღის განმავლობაში შეგინარჩუნებთ სასიამოვნო სურნელს. თქვენი საყვარელი სუნამოს პკურებამდე თხელ ფენად წაისვით ვაზელინი ყელზე, მაჯებზე და შემდეგ დაისხით სუნამო.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც.