სახის გაწმენდა პომიდვრით საუკეთესო პრაქტიკაა ჩემს ცხოვრებაში. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ

ახალი ორგანული პამიდორი კანის მკურნალია. ის შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც კვებავს კანს, აგრეთვე შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ხშირად გვხვდება კოსმეტიკურ პროდუქტებში.

პამიდვრის შემადგენლობაში შემავალი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული მჟავები და ანტიოქსიდანტები მოქმედებს სწრაფად, არეგულირებს PH მაჩვენებელს და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც იწვევს კანზე ლაქების, ნაოჭებისა და მეჭეჭების წარმოქმნას.

პამიდორი ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას. კოლაგენი ახალგაზრდობისა და სილამაზის წყაროა.

პამიდორი კანის მკურნალია. ეს წითელი ბოსტნეული წმენდს კანს და ამცირებს აკნეს ნაწიბურებს.

აკნე საკმაოდ რთული და შემაშფოთებელი პრობლემაა. ძირითადად გვხვდება მოზარდებში, მაგრამ შესაძლებელია, გამოვლინდეს სხვა ასაკშიც.

შემოგთავაზებთ კანის მოვლის 2 უმარტივეს მეთოდს, რომლებიც პამიდვრის ბაზაზე დაფუძნებულია.

პამიდვრის ნიღაბი

მოცემული რეცეპტის მიხედვით, მომზადებული ნიღბის საშუალებით შეძლებთ აკნეს მძიმე ფორმის აღმოფხვრას.

აიღეთ 1 ცალი პამიდორი, ამოჭერით ყუნწის ადგილი და ჩადეთ ცხელ წყალში. შემდეგ პამიდორი გაფცქვენით. ნაყოფს ამოაცალეთ თესლი და დარჩენილი რბილობი დაჭყლიტეთ. მიღებული მასა წაისვით სახეზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 1 საათი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შეგიძლიათ პამიდორს დაამატოთ იოგურტი ან დაბლენდერებული კიტრი.

პამიდვრის წვენის ნიღაბი

2 სუფრის კოვზ პამიდვრის წვენს შეურიეთ 6-7 წვეთი ლიმონის წვენი და წაისვით დაზიანებულ კანზე. გაიჩერეთ 10-15 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ ცივი წყლით.