მარტივი საშინაო რეცეპტი, რომლმაც წნევის მოწესრიგებაში ძალიან შემიწყო ხელი

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული სამკურნალო საშუალებების რეცეპტებს,  რომელთა დახმარებით შეძლებთ სისხლში შაქრის დონის,  მაღალი არტერიული წნევისა და ქოლესტერინის დონის  დარეგულირებას. გარდა ამისა, აძლიერებს იმუნიტეტს და აგარიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა  პრობლემებს.

რეცეპტი N1

ინგრედიენტები:

  • გახეხილი ჯანჯაფილი 50 გრ
  • ნიორი 100 გრ
  • ლიმონის წვენი 100 მლ
  • ნატურალური თაფლი 100 მლ
  • ორგანული ვაშლის ძმარი 100

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. ნიორი დაჭყლიტეთ, დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები და კარგად აურიეთ. ნარევი გადაიტანეთ მინის კონტეინერში და გააჩერეთ 5 დღე. აუცილებლად შედეთ მაცივარში.
  2. 5 დღის შემდეგ დაიწყეთ მიღება. დალიეთ თითო-თითო ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ, უზმოზე და საღამოს, ჭამის წინ.

რეცეპტი N2

არტერიული წნევის დასარეგულირებლად და ინსულტის მქონე ადამიანების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ეფექტური საშუალებაა არაყზე დამზადებული ფიჭვის გირჩების ნაყენი. ნაყენი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციის მიზნით. ფიჭვის გირჩები შეიცავს დიდი რაოდენობით მთრიმლავ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლის დაავადების შემდგომ განვითარებას. ტვინის დაზარალებულ უბნებში აფერხებს ნეირონების დაშლას.

ნაყენი შეგიძლიათ გარეგანი გზით გამოიყენოთ რევმატიზმის, რადიკულიტის სამკურნალოდ, აქვს გამათბობელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.

მისი ეფექტურობა აღიარებულია არა მხოლოდ ტრადიციული მედიცინის, არამედ კვალიფიციური ექიმების მიერ.

რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში აღადგენს არტერიებს და ამცირებს სისხლის შედედების რისკს.

გირჩები შეაგროვეთ მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში. შეაგროვეთ ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში, გზებიდან, ქარხნებიდან და ფაბრიკებიდან შორს. სამკურნალოდ გამოიყენება მწვანე გირჩები, რომელთა დაჭრა დანითაც შეგიძლიათ.

ფიჭვის გირჩების ნაყენი გამოყენების პირველივე დღიდან იძლევა შესამჩნევ შედეგს. რამდენიმე დღეში წნევა 20-30 ერთეულით იკლებს და ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდ.