ნაზი ცომი და ხილფაფის გემრიელი შიგთავსი. ორცხობილები, რომელიც ჩემს შვილებს ძალიან უყვართ

0
284

შემოგთავაზებთ უნაზესი ცომით მომზადებული უგემრიელესი და ჰაეროვანი ორცხობილების რეცეპტს. შიგთავსად გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი ხილფაფა. უგემრიელესი გამოდის გატარებული ნიგვზითა და შაქრით.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარაქი 125 გრ
  • არაჟანი 125 გრ
  • შაქარი 1 ს. კ.
  • ფქვილი 250 გრ
  • ვანილის შაქარი 10 გრ
  • გამაფხვიერებელი ჩაის კოვზამდე
  • 1 ცალი ფორთოხლის ცედრა
  • შაქრის ფხვნილი
  • ხილფაფა 200 გრ

მომზადების წესი:

  1. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  2. დარბილებულ კარაქს დაამატეთ შაქარი, ვანილის შაქარი, ფორთოხლის ცედრა, არაჟანი და ათქვიფეთ.
  3. ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.
  4. მზა ცომი გაყავით 2 ნაწილად. თითოეულ ნაწილს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და ნახევარი საათით შედეთ მაცივარში.
  5. ფქვილმოყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომის ერთი ნაწილი და დაჭერით 6-8 სმ სიგანის გრძივ ზოლებად. თითოეულ ნაწილის კიდეზე, სიგრძეზე, წაუსვით თქვენთვის სასურველი ხილფაფა და რულეტივით გადაახვიეთ. შემდეგ დაჭერით და მზა ორცხობილები გაანაწილეთ საცხობ ფორმაზე.
  6. შემდეგ გააბრტყელეთ მეორე ნაწილი და მოამზადეთ იმავე წესის მიხედვით. შეგიძლიათ შეცვალოთ შიგთავსი.
  7. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20 წუთი.

გაგრილებული ორცხობილები დაფარეთ შაქრის ფხვნილით და გემრიელად მიირთვით!