რამდენიმე ყურადსაღები მიზეზი, რატომ უნდა შევიყვაროთ კივი

271

კივი უამრავი საკვები ნივთიერებით დატვირთული, დაბალკალორიული და დახვეწილი გემოს ხილია. წვნიან და გემრიელ ნაყოფს მრავალი სარგებელი მოაქვს კანისთვის. შემოგთავაზებთ რამდენიმე უპირატესობას.

  • კივი გაჯერებულია იშვიათი საკვები ნივთიერებებით, ანტიოქსიდანტებით, C და E ვიტამინებით.
  • კივი შეიცავს ბოჭკოებს. უჯრედისით მდიდარ კივს აქვს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი. წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და გამოდევნის ნარჩენებს. ეს ყველაფერი კანს სუფთას და ლამაზს ხდის.
  • კივი მდიდარია E ვიტამინით. ვიტამინით, რომელიც არბილებს და ატენიანებს კანს, აღადგენს უჯრედს,  ამკვრივებს კანს და ანიჭებს ელასტიურობას.
  • კივი მდიდარია C ვიტამინით, რაც ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას. კივი აღადგენს კანს, ახორცებს ჭრილობებს, აშორებს აკნეს ნაწიბურებს, არბილებს, წმენდს და ატენიანებს კანს.
  • კივი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც იცავს კანს და კანის უჯრედულ გარსს.
  • თუ კივის რბილობს და ლიმონის წვენს დააბლენდერებთ, მიიღებთ მკვებავ ნიღაბს. ინგრედიენტები აიღეთ იმ რაოდენობით, რომ მიიღოთ მალამოს მსგავსი მასა. მომზადებული მასა წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. მოცემული ნიღაბი ამცირებს ცხიმის გამომუშავებას.
  • აურიეთ ნახევარი ავოკადოს რბილობი, 1 ცალი საშუალო ზომის კივი და 1 ჩ. კ. თაფლი. მოცემული ინგრედიენტების კომბინაცია წაისვით სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10-15 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ. მოცემული ნიღაბი კანს აცოცხლებს, ამკვრივებს, ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას.
  • ანტიოქსიდანტებით მდიდარი კივის ბაზაზე მომზადებული ნიღბები აფერხებს სიბერის ნიშნების გამოვლენას, მუქი ლაქების, ნაოჭების, წვრილი ხაზების წარმოქნას.
  • ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული კივი შეგიძლიათ გამოიყენოთ აკნეს, ფურუნკულის, მუწუკებისა და აბსცესის სამკურნალოდ.
  • ამინომჟავებით მდიდარი კივი იცავს კანს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან.
  • კივის გამოყენება კანს ატენიანებს და აახალგაზრდავებს.
  • 1 ცალი კივი გათალეთ, დაჭერით, დაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ, დაამატეთ 2 ს. კ. იოგურტი და აურიეთ. ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნუტრიენტები აღწევს კანში და კვებავს მას შიგნიდან.
  • სახეზე თანაბარი ტონის მისაღებად საუკეთესო საშუალებაა კივის, ლიმონის წვენის, შვრიის ფქვილისა და კივის თესლის ზეთის კომბინაციით მომზადებული სკრაბი. ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა წრიული მოძრაობებით შეიზილეთ კანზე, ცოტა ხანს გაიჩერეთ და შემდეგ სველი ხელით დაიწყეთ კანის გაწმენდა. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი საცხი.
  • შეგიძლიათ კივის ქერქიც გამოიყენოთ როგორც ნატურალური ამქერცლავი საშუალება. კივი კარგად გარეცხეთ, გათალეთ და შიგნითა მხრიდან მსუბუქი, ფრთხილი მოძრაობებით გაიწმინდეთ კანი.