როგორ მოვიშოროთ თმის საღებავი კანიდან მარტივად, ხელის ერთი მოძრაობით

1898

სტატიაში შემოგთავზებთ რამდენიმე უმარტივეს ხერხს, რომელთა დახმარებით შეძლებთ კანიდან თმის საღებავის კვალის მოშორებას.

მოცემული პრობლემის გადაჭრას შეძლებთ ბიუჯეტური პროდუქტების საშუალებით. მთავარია, იცოდეთ,  როგორ გამოიყენოთ ისინი.

ზეთი

ზეთი საუკეთესო საშუალებაა კანზე თმის საღებავის კვალის მოსაშორებლად. ზეთი შეათბეთ, გააჯერეთ ბამბის ტამპონი და გაიწმინდეთ დალაქავებული ადგილები. გაიჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. საღებავისგან დარჩენილი ლაქები უკვალოდ გაქრება.

თხევადი საპონი

თუ საღებავის ლაქები ახალია, მოშორებას შეძლებთ თხევადი საპნისა და თბილი წყლის ნარევით. გააჯერეთ ბამბის ფირფიტა და გაიწმინდეთ დალაქავებული ადგილები. შემდეგ სახე დაიბანეთ თბილი წყლით.

კბილის პასტა

მოცემული პრობლემის საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა კბილის პასტა. უბრალოდ წაისვით კბილის პასტა საღებავის ლაქაზე და გაიჩერეთ გაშრობამდე. შემდეგ სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კანის სკრაბი

სკრაბი დაგეხმარებათ იმ შემთხვევაში, თუ საღებავის დარჩენილი ლაქები დროულად ვერ შეამჩნიეთ. მისი მოშორება შედარებით უფრო რთულია. სკრაბი თხელ ფენად წაისვით ლაქაზე და მსუბუქად შეიზილეთ. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ დაიბანე თბილი წყლით.

ეფექტურ შედეგს მიიღებთ თუ გამოიყენებთ თამბაქოს ფერფლს. ბამბის ტამპონზე დაიტანეთ ფერფლი, შეიზილეთ დალაქავებულ კანზე და სწრაფად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

დამერწმუნეთ, თუ თმას სახლში იღებავთ, მოცემული რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ.