უგემრიელესი და მარტივად მოსამზადებელი პროფიტეროლები შესქელებული რძით

შემოგთავაზებთ მოხარშული შესქელებული რძით მომზადებული უგემრიელესი პროფიტეროლების რეცეპტს.

უგემრიელესი პროფიტეროლები ფრანგული სამზარეულოდან არის პატარა ზომის, მრგვალი ფორმის გემრიელი და დელიკატური ნამცხვრები, რომლებიც უსაფუვრო ცომით არის მომზადებული. გამორჩეულია დელიკატური გემოთი და შიგთავსების უზარმაზარი მრავალფეროვნებით.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 150 გრ
  • კარაქი 100 გრ
  • წყალი 1 ჩ. ჭ.
  • კვერცხი 4 ცალი
  • მარილი მწიკვი
  • მოხარშული შესქელებული რძე 1 ქილა

მომზადების წესი:

  1. სქელძირიან ქვაბში ჩაასხით წყალი, დაამატეთ კარაქი, მწიკვი მარილი და დადგით დაბალ ცეცხლზე. აადუღეთ, ნაწილ-ნაწილ ამატებთ ფქვილს და ურევთ სწრაფად. დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 2 წუთი.
  2. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და სათითაოდ შეურიეთ კვერცხები. ურევთ კოვზით ან ნიჩაბით. მომზადებული მასა გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში.
  3. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით კარაქი და დასვით მრგვალი პროფიტეროლები.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 35-40 წუთი.

ღუმელიდან გამოღებისთანავე გაჭერით გვერდზე, მაგრამ კრემით შეავსეთ სუფრასთან მიტანამდე და დაფარეთ შაქრის ფხვნილით.

შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი კრემი ან მოამზადოთ მარილიანი შიგთავსით.

მოამზადეთ ნაზი და ჰაეროვანი პროფიტეროლები და გემრიელად მიირთვით!