შეგაწუხათ ძლიერმა ხველამ? სამკომპონენტიანი მარტივი საშინაო რეცეპტი უებარია

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ხველის საწინააღმდეგო ხელნაკეთი წამლის რეცეპტს. მოცემული საშუალების წყალობით შეძლებთ იმუნური სისტემის გაძლიერებას. წამლის მიღება დასაშვებია ნებისმიერი  ასაკის ადამიანისთვის.

უამრავი სასარგებლო საკვები ნივთიერებით მდიდარი თაფლი გაჯერებულია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით. თაფლი ამშვიდებს ყელის ტკივილს, ამსუბუქებს ხველას. რა თქმა უნდა მოცემულ საშუალებას არ იყენებთ თუ თაფლზე ალერგია გაქვთ.

ქოქოსის ზეთი მდიდარია მავნე ბაქტერიების, სოკოებისა და ვირუსების საწინააღმდეგო ლაურინის მჟავით.

დარიჩინი არომატული სანელებელია, რომელსაც უამრავი სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის. დარიჩინი ამცირებს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს და ებრძვის მავნე ბაქტერიებს.

ხველის საწინააღმდეგო აბების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქოქოსის ზეთი 100 მლ
  • ცეილონის დარიჩინი მწიკვი
  • თაფლი 100 გრ

მომზადების წესი:

  1. ქოქოსის ზეთს თქვეფთ, სანამ ქაფს არ გაიკეთებს.
  2. შეურიეთ თაფლი.
  3. შემდეგ დაამატეთ დარიჩინი და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ.
  4. მიღებული მასა გაანაწილეთ ყინულის კუბების ფორმებში და 20 წუთით შედეთ საყინულეში.
  5. მომზადებული კუბები ამოიღეთ ფორმიდან, ჩააწყვეთ მშრალ ქილაში, დაახურეთ ხუფი და შედეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია 2 თვემდე.

გამოყენების წესები:

ხელნაკეთი საწუწნი აბები გამოიყენეთ დღეში 3-ჯერ, ჭამიდან 30 წუთის შემდეგ.

უამრავი სასარგებლო საკვები ნივთიერებით გაჯერებული, ხველის საწინააღმდეგო, საწუწნი აბები საუკეთესოა იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

გისურვებთ ჯანმრთელობას!