ბავშვობაში ხშირად ვაკვირდებოდი სამზარეულოში მოფუსფუსე დედას და მის მეთოდებსა და ხრიკებს ახლა მეც აქტიურად ვიყენებ. დედაჩემის ფუმფულა და ჰაეროვანი ნაცხობით ყველა აღფრთოვანებული იყო. მისი პატარა საიდუმლო იცით, რა რაში მდგომარეობდა? დედა ცომს არაყს ამატებდა. ცომი გამოდიოდა ფუმფულა, ჰაეროვანი და უფრო გემრიელი.
რატომ უნდა დაამატოთ ცომს არაყი?
- ალკოჰოლი სწრაფად ორთქლდება, ცომი ჰაერით ჯერდება და თქვენი ნამზადიც ბევრად უფრო ფუმფულა და ჰაეროვანი გამოდის.
- არყიანი ცომი ამოდის სწრაფად.
- თუ ამზადებთ ხრაშუნა ორცხობილებს, ცომს დაამატეთ არაყი და მიიღებთ უგემრიელეს და კიდევ უფრო მეტად ხრაშუნა დესერტს.
- მცირე რაოდენობით არაყი, რომი ან კონიაკი აუმჯობესებს ცომის გემოს.
- ნამცხვარი არ გახმება, არ გამოშრება, თუ ცომს დაამატებთ ცოტა სპირტს ან არაყს.
- არყის ცომით მომზადებული კექსები, მაფინები ცხვება ფუმფულა, ნასვრეტებიანი და კიდევ უფრო მეტად გემრიელია.
ნამცხვრების მოსამზადებლად უმჯობესია გამოიყენოთ კონიაკი, ხოლო სხვა შემთხვევაში, 1 კგ ცომზე, დაამატეთ 1 ს. კ. არაყი.