სამზარეულოში ჩვენი ყველაზე ერთგული თანაშემწე არის თუჯის ტაფა. ის საკმაოდ მყარი და გამძლეა და მისი გაფუჭება თითქმის შეუძლებელია, ხოლო მასში მომზადებული საკვები არ იწვება. ამიტომ დიასახლისები არ ჩქარობენ მის შეცვლას.
სამწუხაროდ, თუჯის ჭურჭელი, ისევე როგორც სხვა, ძალიან სწრაფად ბინძურდება. მაგრამ ჩვენ გასწავლით, როგორ გაწმინდოთ ის მარტივად.
მასალები:
- მარილი
- მცენარეული ზეთი
- წყალი
როგორ უნდა მოიქცეთ:
1. ტაფაში ჩაყარეთ მარილი ისე, რომ მთლიანი ზედაპირი დაიფაროს.
2. დაამატეთ მცენარეული ზეთი. კარგად აურიეთ.
3. შემდეგ დაამატეთ წყალი და ტაფა გარეცხეთ.
4. ჭურჭელი კარგად გააშრეთ. შედეგი ნამდვილად მოგეწონებათ.
არსებობს კიდევ ერთი ძალიან ეფექტური გზა. ეს საკმაოდ ორიგინალურად მოგვეჩვენა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გვეცადა. უნდა ვაღიაროთ, რომ შედეგმა სასიამოვნოდ გაგვაკვირვა.
დაგჭირდებათ:
- ძმარი
- ნაგვის პარკები
როგორ მოვიქცეთ:
1. ტაფაში ჩაასხით ძმარი.
2. ფრთხილად მოათავსეთ იგი ნაგვის პარკში და მჭიდროდ შეკარით.
3. ასე დატოვეთ ერთი დღის განმავლობაში, შემდეგ ამოიღეთ და კარგად გარეცხეთ. თუ პირველ ჯერზე ყველა ჭუჭყი ვერ მოაშორა, ეს ხრიკი კიდევ ერთხელ სცადეთ.
თუ თქვენ ეძებდით ტაფის გასუფთავების გზებს, ნამდვილად იპოვეთ. არ დაგავიწყდეთ მეგობრებისთვის გაზიარება!