ხურმას შეუძლია სხეულისთვის როგორც სარგებლის ასევე ზიანის მოტანა. დიეტოლოგები გვეუბნებიან, ვინ არ უნდა ჭამოს ეს ხილი.
ფიტოთერაპევტი, ანჟელიკა დუვალი, ხაზს უსვამს, რომ ხურმა შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებას – მაგალითად, A, B და C ვიტამინებს. გარდა ამისა, იგი მდიდარია იოდით და რკინით.
”ეს არის ვიტამინები, რომლებიც განსაკუთრებით ღირებულია შემოდგომაზე,” – თქვა მან, ”ისინი აძლიერებენ იმუნურ სისტემას, ნერვულ სისტემას და ეხმარებიან ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციებისგან თავის დაცვაში .”
ექსპერტი გვირჩევს ამ ხილის მიღებას. სხეულის სარგებლობისთვის საჭიროა კვირაში ორი-სამჯერ მისი მიღება.
ხურმა სასარგებლო სამკურნალო საშუალება იქნება მათთვის, ვისაც დიაგნოზირებული აქვს ანემია და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. ნაყოფს მჟავის დაბალი შემცველობა აქვს, ამიტომ ის ზიანს არ აყენებს კუჭქვეშა ჯირკვლის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პირებს.
თუმცა, არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ხურმას უკუნაჩვენები აქვს. დუვალმა თქვა, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ პანკრეასის ან თირკმლში ქვების პრობლემები.
კვების ექსპერტმა, ნატალია პროხოროვამ დაამატა, რომ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს მოუწევთ შეზღუდონ ხურმის მიღება – დღეში არა უმეტეს ერთი ცალი. მან განმარტა, რომ ნახშირწყლებმა შეიძლება გამოიწვიონ ინსულინის დიდი დოზით გამომუშავება.
”ეს ხილი, ყურძნისგან განსხვავებით, შეიცავს ბოჭკოებს, მაგრამ აქვს მაღალი კალორიული შემცველობა,” გვაფრთხილებს ის.