ასაკის მატებასთან ერთად რთულდება ჰარმონიის და ბალანსის შენარჩუნება მათთვის, ვინც ახალგაზრდობაში არაჯანსაღად იკვებებოდა. ეს იმის გამო ხდება, რომ წლების განმავლობაში მეტაბოლიზმი ნელდება და ორგანიზმის აქტივობა მცირდება.
როგორ უნდა ვიკვებოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ამავე დროს მივიღოთ ყველა საჭირო ვიტამინი და მიკროელემენტი.
1. უპირატესობა მიანიჭეთ რძის პროდუქტებს.
ძროხის, ღორის, ხბოს ხორცი საკმაოდ კარგად გამოიყურება. თუმცა უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ხაჭოს, ყველს და რძის სხვა პროდუქტებს. თუ ხორცის მიღებას არ შეამცირებთ, თქვენი ჯანმრთელობა უარესობისკენ შეიცვლება.
2. ყურადღება მიაქციეთ სითხის რაოდენობას.
კვებებს შორის დალიეთ წყალი. შეგიძლიათ მიიღოთ ჩაი, ყავა ან სხვა სასმელები. რაც მთავარია, არ უნდა დალიოთ დღეში ორზე მეტი ფინჯანი ყავა.
3. არ არის საჭირო ისეთი საკვების მიღება, რომელიც მდიდარია კალორიით.
ტკბილი ნამცხვრები, ხორბლის პური, შაქარი – ეს ყველაფერი ნახშირწყლებია, რომლებიც დროთა განმავლობაში გააუარესებს თქვენს ჯანმრთელობას.
4. რჩევა: თუ ამ ყველაფერზე უარს ვერ იტყვით, ეცადეთ თანდათანობით, კვირის განმავლობაში ერთი პროდუქტი ამოიღოთ კვების რაციონიდან. კიდევ ერთი ვარიანტია მათი ჩანაცვლება. კარგი მაგალითია ვაშლი თაფლით ან კარამელით, ან ჯემი.
5. მიიღეთ ქუნჯუთი (სეზამის თესლი).
იგი შეიცავს ფიტოესტროგენებს – ქალის ჰორმონების ჯანსაღ ანალოგს. მასში ბევრი სასარგებლო ეთერზეთება, რომლებიც ანტიოქსიდანტებს წარმოადგენენ – სემასოლი და სემასინოლი, ასევე გაჯერებულია ცხიმოვანი მჟავებით. ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.
6. შეამცირეთ ალკოჰოლის რაოდენობა.
მისი ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს ჭარბ წონას, თავის ტკივილს, საჭმლის მონელების მუშაობის დარღვევას. მისაღებია კვირაში 1-2 ჭიქა ღვინო.
7. თქვენი კვების რაციონს დაუმატეთ თევზი.
ის მდიდარია ცხიმებით, რაც უზრუნველყოფს სხეულის დაცვას და დაგეხმარებათ მეხსიერების შენარჩუნებაში.
8. თუ ეს შესაძლებელია, შეცვალეთ კვების რეჟიმი:
იკვებეთ მცირე რაოდენობით ყოველ ორ ან სამ საათში. ამ გზით თქვენ არ მიიღებთ ბევრ საკვებს, ასევე კარგი კვება აჩქარებს მეტაბოლიზმს.