არაჟანი, ზეთი და სხვა პროდუქტი, რომელთა გამოყენებაც მზის დამწვრობის დროს არ შეიძლება რომ სიტუაცია არ გაამწვავოთ

თუ მზეზე დამწვარ ადამიანს ჰკითხავთ, თუ რით აპირებს დამწვრობის მკურნალობას, პასუხად ალბათ მიიღებთ: „არაჯნით ან კეფირით“. ნამდვილად, თუ სხეულის დაზიანებულ ნაწილზე ცივ რძისმჟავა პროდუქტს წაისვამთ, სიმსუბუქეს იგრძნობთ. მაშინ, რა საჭიროა ძვირადღირებული სააფთიაქო საშუალების შეძენა, თუ ხელთ არსებული საშუალების გამოყენება შეიძლება? როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ასე მარტივად არაა. ხალხური საშუალების გამოყენების შედეგი შეიძლება ძალიან სამწუხარო იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში ნატურალური საშუალებების გამოყენება ძალიან მოდურია, ეს ყოველთვის კარგი არაა. მაგალითად, მზის დამწვრობის დროს კარტოფილის, მწვანე ჩაის, ზეთის და სხვა შინაურული საშუალების გამოყენებით სიტუაციას მხოლოდ ვამწვავებთ. სწორედ ამიტომ უნდა იცოდეთ, თუ რომელი პროდუქტების გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება მზით დამწვრობის დროს.

1. ზეთი

დერმატოლოგების აზრით, მზესუმზირას, ზეითუნის და სხვა სახეობის ზეთი შეგიძლიათ სალათის მოსართავად გამოიყენოთ, მაგრამ არა დამწვრობის სამკურნალოდ. ზეთოვანი ნივთიერება დაზიანებულ სხეულის ნაწილზე დამცავ ფენას ქმნის, რომელიც ჰაერს არ უშვებს. შედეგად თერმო ცვლა ირღვევა და გაგრილების ნაცვლად კანი უფრო ხურდება. ზეთის გამოყენების შედეგი შეიძლება სავალალო იყოს: შეშუპება, დამწვრობის ფართობის გაზრდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ზეთი სტერილური საშუალება არაა, ანუ შეიძლება სხვადასხვა სახის სოკოს და ბაქტერიას შეიცავდეს. თუ მსგავსი მიკროორგანიზმები დაზიანებულ კანზე მოხვდება, ჭრილობა ხელმეორედ დაინფიცირდება.

2. რძისმჟავა პროდუქტები

არაჟანი, კეფირი, იოგურტი დამწვრობის სამკურნალოდ არ უნდა გამოიყენოთ, რადგან მათ შემადგენლობაში რძისმჟავა და ფერმენტული პროდუქტები შედის. პირველ რიგში, ეს კომპონენტები განმეორებით დაინფიცირებას იწვევენ, მეორე მხრივ, რძისმჟავა პროდუქტები დამატებით გადამუშავებას არ გადიან, ამიტომ არასტერილურია. გარდა ამისა, მათ შემადგენლობაში ბევრი, უცნობი წარმომავლობის საკვები დანამატია და არავინ იცის, კანთან შეხებისას როგორი რეაქცია ექნება. თანამედროვე კეფირი, არაჟანი და იოგურტი სასარგებლო არაა და დამწვრობის დროს ვერ დაგეხმარებათ. სწორედ ამიტომ, სამკურნალო საშუალებად მათი გამოყენება არ ღირს.

3. ნედლი ბოსტნეული

ჩვენი ბებიები და ბაბუები დამწვრობას ყოველთვის კარტოფილით მკურნალობდნენ და ჩვენც იგივე გვასწავლეს. თუმცა, თუ ადამიანი დაიწვა, ნედლი ბოსტნეულის და ხილის გამოყენება ალერგიას გამოიწვევს. საქმე იმაშია, რომ მზის დამწვრობის დროს კანის ph დონე და მისი იმუნიტეტი ირღვევა. თუ მსგავს მდგომარეობაში კანის ზედაპირი არასტერილურ პროდუქტს შეეხება, ჩვეულებრივი დამწვრობა შეიძლება კონტაქტურ დერმატიტად გადაიქცეს. მოგზაურობის დროს დამატებით ალერგიის მკურნალობა ხომ არ გსურთ?

ამ მიზეზით დამწვრობაზე მწვანე ჩაიში ან ბალახების ნაყენში დასველებული მარლის დადება არ შეიძლება – ეს შეხორცებას შეაფერხებს.

რა უნდა გააკეთოთ მზის დამწვრობის დროს?

როგორც კი შეამჩნევთ, რომ კანი გაწითლდა და წვა დაიწყო, იმწამსვე სხეულის დაზიანებული ნაწილი გააგრილეთ. ოპტიმალური ვარიანტია ცივი შხაპი. თუ სახლში არ იმყოფებით, ქუჩაში ან რომელიღაც შენობაში ხართ, დამწვარი ხელი ონკანის ცივ წყალს შეუშვირეთ. კიდევ ერთი ვარიატი – საკვები წყლის საფენი. აქ ყველაფერი მარტივადაა – მარლა ან პირსახოცი აიღეთ, სუფთა წყალში დაასველეთ, გაწურეთ ისე, რომ ქსოვილი სველი დარჩეს და დამწვრობაზე დაიდეთ.

საფენის ძლიერად დადებაც არ ღირს – ასე მტკივნეულ შეგრძნებას გაამწვავებთ. უბრალოდ კანზე საფენი დაიდეთ და 10 წუთში ახლით ჩაანაცვლეთ. ასეთი პროცედურა დღეში 5-10-ჯერ გაიმეორეთ. სველი ქსოვილის დადებითი ეფექტი გაგრილების ხარჯზე მიიღწევა. ამასთან, პროცედურის დროს კანი მშვიდდება და სუფთა ხდება.

თუმცა, მსგავსი მეთოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ, თუ მზის დამწვრობა სერიოზული არაა. თუ მე-2 ან მე-3 ხარისხის დამწვრობა გაქვთ (წყლულების გაჩენა, კანის სტრუქტურის დაშლა), დაუყონებლივ ექიმს უნდა მიმართოთ, რომელიც მკურნალობის ეფექტურ კურსს დაგინიშნავთ.