ეს ხრიკები ყველაზე შემაწუხებელ ყოველდღიურ პრობლემებს სამუდამოდ დაგავიწყებთ

1234

სლოკინი რომ შეაჩეროთ

ამ უსიამოვნო თვისების გასაქრობათ რეკომენდირებულია გამოყოთ ენა მაქსიმალურად. ეს თქვენს ენასა და დიაფრაგმას შორის არსებულ ნერვს დაჭიმავს და შესაძლოა სლოკინის გამომწვევი სპაზმები შეანელოს.

დაზიანებული ფრჩხილი რომ აღადგინოთ

უბრალოდ მოიშორეთ ზედმეტი ფენები ფრჩხილიდან და დაადეთ მასზე ჩაის საფენები ისე, რომ დაიფაროს ნახევარი ზედაპირი. წაუსვით ფრჩხილის დამცავი სითხე ჩაის საფენს ზემოდან და დატოვეთ ასე გაშრობამდე. შემდეგ გაწმენდილ ფრჩხილზე გადაუსვით ლაქი.

მარტივად რომ ჩაგეძინოთ და ტკბილად რომ გეძინოთ

თხილეულობის უმრავლესობა ნატურალურ ქიმიკატ მელატონინს შეიცავს. მელატონინი პასუხისმგებელია თქვენი გაღვიძებისა და დაძინების ბიოლოგიური საათის მოწყობაზე, რაც ჯანსაღი ძილისათვის მნიშვნელოვანია. ზოგიერთი მათგანი მაგნეზიუმსაც შეიცავს, რაც ანტი-ანთებითი ქიმიკატია და ძილის ხარისხს აუმჯობესებს.

მანიკურმა დიდხანს რომ გაგიძლოთ

უბრალოდ ჩაყავით თითები ცივ წყალში 3 წუთის განმავლობაში მათზე ლაქის უკეთესად დასაფიქსირებლად.

აბაზანის სარკე რომ არ დაიორთქლოს

შხაპის დროს აბაზანაში არსებული შუშის ზედაპირების დაორთქლვა უსიამოვნო პრობლემაა, რაც შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ მანქანის საპრიალებელი სითხის წყალობით. წაუსვით მათზე თხელი ფენა და გააპრიალეთ მშრალი ნაჭრით საბოლოო შედეგის მისაღებად. ეს პროცედურა ბევრჯერ შეგიძლიათ გაიმეოროთ, თუკი შეატყობთ რომ წინა პროცედურის ეფექტი ნელდება.

სახლში სასიამოვნო სურნელი რომ იდგეს

მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების სტუმრად მიღებისას ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც თქვენს სახლში სასიამოვნო სურნელი ხვდებათ მათ. ამისათვის მოიმარჯვეთ ცეცხლგამძლე კონტეინერი. ეს შეიძლება იყოს კერამიკის ან თუნდაც შუშის ჭურჭელი და აავსეთ იგი ორი ს/კ ვანილის ექსტრაქტით. შედევით იგი ღუმელში და გაათბეთ 20 წუთის განმავლობაში 150 გრადუსზე. ამით თქვენს სახლს გემრიელი სურნელით აავსებთ და თუ იგი ზედმეტად მძაფრი გახდება, ამას ფანჯრის გაღებითა და განიავებით მარტივად მოაგვარებთ.