
ელ მაკფერსონი ავსტრალიელი სუპერმოდელი, ქალების საცვლების დიზაინერი, მსახიობი და 2 შვილის დედაა. შეიძლება ითქვას, რომ იგი დღესაც იდეალურად გამოიყურება და ბევრ ახალგაზრდა კოლეგასაც სჯობს. 51 წლის მოდელი საკუთარი ახალგაზრდული ვიზუალის შენარჩუნების ხრიკებს გულახდილად უზიარებს საზოგადოებას. მისი მთავარი რჩევებია ჯანსაღი და სასარგებლო დიეტის დაცვა, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ტოქსიკური ბალანსის დაცვა.
” ყოველდღე მე ვატარებ დილის ვარჯიშებს და დარბაზში ვვარჯიშობ 45 წუთის განმავლობაში. ვსეირნობ და წყლის სპორტებით ვერთობი რეგულარულად. ვიცავ მკაცრ დიეტას და არ ვჭამ წითელ ხორცს, ხორბალს და რძის პროდუქტებს. ალკოჰოლის დალევა და მოწევა ასევე მკაცრად აკრძალულია. ჩემ რეჟიმს ვიტამინებსაც ვამატებ, რადგან ეს ჩემი ენერგიის დონეს ზრდის და აქტიურობის შენარჩუნებაში მეხმარება. ასევე ვთვლი, რომ პროტეინები და დიეტური დანამატები საკმაოდ ეფექტურია. ისინი ჩემს სხეულს ყოველდღიური სტრესის ატანაში ეხმარება. ” – აცხადებს ცნობილი სუპერმოდელი.
იყავით აქტიური
ელ მაკფერსონი მინიმუმ 1 საათის განმავლობაში მაინც ვარჯიშობს ყოველდღე. ” მე მთებში ყოფნისას თხილამურებით ვსრიალებ და ზღვაზე ყოფნისას ბევრს ვცურავ. ასევე დროს ვუთმობ იოგას და ფიტნეს დარბაზში ვარჯიშს. ყოველთვის თან მაქვს სარბენი ფეხსაცმელები და აიპოდი სადაც არ უნდა ვიყო. ჩემთვის სირბილი არამარტო ფორმის შენარჩუნების გზა, არამედ მედიტაციის საშუალებაცაა ” – ამხელს ელ მაკფერსონი. მისი თქმით ფიტნესის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი რეგულარობაა. მოდელი თვლის, რომ საჭირო არაა ყოველდღე თავი დაიტანჯოთ მკაცრი დიეტით და კვირაში რამდენიმე დღე თავი დაიტვირთოთ სავარჯიშო დარბაზში ვარჯიშით. იგი ამჯობინებს ყოველდღიურად საკმარისი ვარჯიშების კეთებას და სირბილს რეგულარულად. მისი თქმით მთავარია ყოველთვის გაუფრთხილდეთ თქვენს ორგანიზმს.
იცხოვრეთ თქვენ თავთან ჰარმონიაში
“მე მოტივაციას მატებს მგრძნობიარე, ინსპირაციით სავსე, ძლიერ და ჯანსაღ ადამიანად ყოფნა. სწორედ ეს მაძლევს ყოველდღე დიეტის დაცვისა და ვარჯიშის ძალას. ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ის თუ რას აჩვენებს ჩემი სასწორი. ერთ პატარა ხრიკს ვიყენებ დარბაზში წასასვლელად: ჩემ თავს ვეკითხებ თუ როგორ ვიგრძნობ თავს ვარჯიშის შემდეგ, კარგად თუ ცუდად. საერთოდ ვერ ვიხსენებ ერთ შემთხვევასაც კი, როდესაც ვარჯიშის შემდეგ თავი ცუდად ვიგრძენი.” – განაცხადა ავსტრალიელმა ვარსკვლავმა. იგი ასევე ჩვენი თავის სიყვარულისკენ მოგვიწოდებს და ჩვენი ასაკის, სხეულის, ნაოჭებისა და ყველანაირი ასპექტის დაფასებას გვირჩევს, რადგან მისი თქმით თითოეული წელი თავისებურ სარგელებს გვთავაზობს.
შეინარჩუნეთ ინსპირაცია
სუპერმოდელი გვირჩევს, რომ მუდამ ის ვაკეთოთ, რაც გვიყვარს. ” მე მსურს რომ ვიყო ჯანსაღი და ბედნიერი, მიყვარდეს რასაც ვაკეთებ და გავაგრძელო საყვარელი საქმის კეთება. მე მიყვარს საცვლები და ისეთი სპორტი, როგორიცაა თხილამურებით სრიალი, სერფინგი და ველოსიპეტით სიარული. არ ვფიქრობ, რომ სპორტი უბრალოდ წონაში დაკლების საშუალებაა, ან ბიზნესი მხოლოდ ფულის შოვნის გზაა.