12 გასაოცარი მიზეზი, რომლის გამოც ღამე სრულყოფილად გამოძინებას ვერ ახერხებთ

0
1336

ძილის ნაკლებობა იწვევს დაღლილობის შეგრძნებას გაღვიძებისთანავე. ეს ასევე წონის მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიცაა. ამიტომ სჯობს წაიკითხოთ ამ მიზეზების შესახებ და იზრუნოთ იმ პრობლემების აღმოფხვრაზე, რომელიც კარგად გამოძინების საშუალებას არ გაძლევთ:

ოთახის არასწორი ტემპერატურა

სითბოში ჩაძინება სასიამოვნოა, თუმცა ძილისთვის იდეალური ტემპერატურა 15-23 გრადუსია.

ფიზიკური ვარჯიში

ვარჯიში ნერვულ სისტემას ასტიმულირებს, რის გამოც ვარჯიშის შემდეგ დაძინება რთულია. ამიტომ უნდა შეწყვიტოთ ვარჯიში დაძინებამდე მინიმუმ 3 საათით ადრე.

განრიგი

ერთ დღეს მოკლებულ ძილს მაგალითად შაბათ-კვირას გამოძინებით ვერ აინაზღაურებთ. ამიტომ სჯობს ყოველდღე დაიძინოთ ერთნაირ დროს. ამისთვის ოპტიმალური პერიოდია საღამოს 10 საათიდან ღამის 1 საათამდე.

განათება

მცირე შუქის წყაროც კი თქვენს ძილს აზიანებს. სრულიად ჩააბნელეთ ოთახი ან გაიკეთეთ საძილე ნიღაბი.

ხმაური

ნებისმიერი ხმაური, იქნება ეს გარედან შემოსული მანქანის ხმა თუ მეზობლების საუბარი, ორგანიზმს დასვენებაში უშლის ხელს. გაიკეთეთ ყურსასმენები და მოუსმინეთ თეთრ ხმაურს შემაწუხებელი ხმებისგან თავის დასაცავად.

ლოგინის სხვა მიზნებისთვის გამოყენება

ბევრი ადამიანი ლოგინს სამუშაო სივრცედაც იყენებს, რაც ძილის ხარისხის გაუარესებას უწყობს ხელს. დატოვეთ თქვენი სამსახური საძინებლის გარეთ.

კოფეინი

არ დაგავიწყდეთ, რომ კოფეინი არამარტო ყავაში, არამედ ჩაიშიც, შოკოლადშიც და სხვა პროდუქტებშიცაა. ამიტომ სჯობს არ მიიღოთ მსგავსი პროდუქტები საღამოს პერიოდში.

საკუთარი თავისთვის დაძინების დაძალება

ბევრს სჯერა, რომ ძილის სურვილის გარეშე ლოგინში დაწოლა მაინც გამოიწვევს დაძინებას, თუმცა ეს ასე არ არის. თუკი 20 წუთში არ ჩაგეძინათ, ადექით და წაიკითხეთ წიგნი ან გააკეთეთ რამე განმტვირთავი აქტივობა და შემდეგ დაუბრუნდით დაძინების პროცესს.

ალკოჰოლი

ალკოჰოლი სწრაფად ჩაძინებაში გეხმარებათ, თუმცა იგი ნეგატიურ გავლენას ახდენს თვალების მოძრაობაზე ძილში, რის გამოც უფრო დაღლილი იღვიძებთ. ამიტომ შეწყვიტეთ ალკოჰოლის დალევა დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე.

ტვინის გადატვირთვა

ჩვენ ხშირად ტვინს განტვირთვის საშუალებას არ ვაძლევთ ლოგინში დაწოლის წინ, რაც ძილის ხარისხს ამცირებს. ამიტომ გაართეთ ძილის წინ ტვინი სრულიად უწყინარი თემებით, რათა დღიური პრობლემები დაივიწყოთ. მაგალითად ჩამოთვალეთ ქვეყნები, რომელთა სახელებიც ერთ ასოზე იწყება ან დაითვალეთ ცხვრები.

რუტინის ნაკლებობა

ასწავლეთ თქვენს ორგანიზმს კონკრეტულ ალგორითმზე რეაქციის გამოვლენა. მაგალითად მიიღეთ თბილი შხაპი და მოუსმინეთ მუსიკას ძილის წინ. ყოველდღე ამ პროცესების გამეორების შემთხვევაში მათი შესრულების დროს სხეული ავტომატურად მოემზადება ძილისთვის.

ძილის პოზიცია

არაკომფორტულ პოზაში ჩაძინება თქვენს ორგანიზმს სტრესავს და დასვენების ნაკლებობას იწვევს. მიიღეთ ყველაზე კომფორტული პოზიცია და შეეცადეთ გაჩერდეთ ამ პოზაში ჩაძინებამდე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here