ამ საშუალების გამოყენებით, თქვენი კანი თვალსა და ხელშუა გარდაიქმნება. ყველა ქალბატონს სურს ლამაზი და ჯანსაღი კანის ქონა, თუმცა, სამწუხაროდ, ამ სურვილის ასრულება საკმაოდ რთულია, რაგდან ცხოვრების თანამედროვე სტილი ნეგატიურად აისახება კანის მდგომარეობაზე:
- ხშირი სტრესი;
- უძილობა;
- ქიმიური საშუალებების გამოყენება;
- მზისა და ქარის მუდმივი ზემოქმმედება;
- და მრავალი სხვა ფაქტორი, რომლებიც უარყოფითად აისახება ჩვენი კანის მდგომარეობაზე.
თქვენთვის კარგი ამბავიც გვაქვს – მარტივი, ნატურალური პროდუქტის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ კანის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას და გარემოს ნეგატიური გავლენის შედეგების შემცირებას.
გთავაზობთ 2 ეფექტურ რეცეპტს:
1. შეურიეთ 1 ჩ.კ. ახლადდაწურული ლიმონის წვენი, 2 ს.კ. დახეხილი უმი კარტოფილი და 1/2 ჩ.კ. არაჟანი, მაწონი ან მცენარეული ზეთი. მიიღეთ ერთგვაროვანი მასა, დაიტანეთ სახის, კისრისა და დეკოლტის სუფთა კანზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. ჩამოიბანეთ 20 წუთში.
ჩაიტარეთ ეს პროცედურა საღამოს და მოერიდეთ მზის სხივების გავლენის ქვეშ ყოფნას მომდევნო დღის განმავლობაში.
2. ათქვიფეთ ქათმის 1 კვერცხის ცილა მყარი ქაფის წარმოქმნამდე და დაუმატეთ 1 ს.კ. დახეხილი კარტოფილი. კარგად მოურიეთ და დაიტანეთ სუფთა კანზე(ხელის მტევნებზეც), 15 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ყოველ ჯერზე, როცა რაღაც ახალს ცდით კანზე, აუცილებლად ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე: წაისვით ცოტაოდენი საშუალება იდაყვის შიდა ნაწილში და დაელოდეთ 20 წუთით. თუ ალერგიული რეაქცია არ გაჩნდა, მშვიდად გამოიყენეთ მომზადებული მასა.