9 ჩვევა, რომლითაც კანის მდგომარეობას გაიუმჯობესებთ

რეგულარულად გაწმინდეთ თქვენი სმარტფონის ეკრანი

თქვენი ტელეფონი შესაძლოა ლოკაზე გამონაყარის, სიწითლის ან შეშუპების მიზეზი გახდეს. უახლესი კვლევების მიხედვით სმარტფონების ეკრანები ათჯერ უფრო მეტი ბაქტერიითაა დაფარული, ვიდრე უნიტაზის ზედაპირი. ამიტომ უნდა შეუშალოთ ხელი ამ ბაქტერიების სახეზე მოხვედრას ეკრანის გაწმენდის საშუალებით.

ხშირად გაწმინდეთ მაკიაჟის ჯაგრისები

არასწორად გამოყენებულ ფუნჯებს შეუძლიათ გამოიწვიონ გამონაყარი, ალერგიები და კანის სხვა პრობლემებიც. ამიტომაა საჭირო სახეზე მაკიაჟის წასასმელად გამოსაყენებელი ყველა ნივთის რეგულარულად გაწმენდა. ამისათვის შეგიძლიათ ანტიბაქტერიული საწმენდი ქაღალდები გამოიყენოთ. ჯაგრისების გასაწმენდად უმჯობესია ისეთი საწმენდი სითხეების გამოყენება, როგორიცაა შამპუნი.

აკონტროლეთ დიეტა

შაქრიანი და ცხიმიანი პროდუქტები ჯანსაღი კანის უდიდესი მტერია. თუმცა, ბევრს ავიწყდება, რომ ზედმეტად მკაცრი დიეტაც მავნებელია თქვენი კანისთვის. აუცილებლად ეცადეთ შექმნათ ყველა საჭირო ვიტამინითა და მინერალებით გაჯერებული მენიუ, რათა თქვენი კანი დაიცვათ მათი ნაკლებობით გამოწვეული გამოშრობისა და ნაოჭების გაჩენისგან.

სახის ნიღბების ხშირი გამოყენება

სახის გამწმენდავი ნიღბების ხშირი გამოყენებით შეიძლება სახის კანის ანთება გამოიწვიოთ. თუკი თქვენს კანს ახასიათებს გამოშრობა და გამონაყარის გაჩენა, მაშინ ნიღბების ნაცვლად სჯობს სასარგებლო ლოსიონები გამოიყენოთ მის გასაწმენდათ. ზეთიანი კანის მქონე ადამიანებისთვის სახის ნიღბის გამოყენება კვირაში მხოლოდ ერთხელაა რეკომენდირებული.

წაისვით კრემი სახეზე აუზში ბანაობის წინ და მის შემდეგ

საცურაო აუზში არსებული ქიმიკატები თქვენი კანის გამოშრობას იწვევს. ამიტომ თქვენი კანის ქლორისგან დასაცავად წაისვით მასზე კრემი ცურაობის წინ და ასევა აუზიდან ამოსვლის შემდეგაც, მის დასატენიანებლად.

მიიღეთ შხაპი ვარჯიშის დასრულებისთანავე

ვარჯიშის შედეგად ამოვსებული კანის უჯრედები უამრავ პრობლემას შეგიქმნით, თუკი მათ ვარჯიშის დასრულებისთანავე არ გაასუფთავებთ. ამიტომ უნდა ჩამოიბანოთ ოფლი ვარჯიშის შემდეგ კანიდან, თხევადი საპონის ან შხაპის ბალზამის გამოყენებით.

მიაქციეთ ორგანიზმის მიერ მოცემულ ნიშნებს ყურადღება

ხშირი კოსმეტიკური პრობლემები, როგორიცაა კანის სიწითლე, გაღიზიანება ან შეშუპება შესაძლოა უფრო სერიოზული პრობლემის სიმპტომი იყოს. მიაქციეთ მათ სერიოზული ყურადღება და მათი გახშირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ნუ მიიღებთ ზედმეტად ცხელ შხაპს

ზედმეტად ცხელი აბაზანა და შხაპი თქვენი კანის დამცავ ზედაპირს ანადგურებს, რომელიც მისი ღრმა ფენების ტენიანობის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ცხელი წყლით დაბანის ჩვევამ შესაძლოა კანის გამოშრობა და ნაოჭების ნაადრევად გაჩენა გამოიწვიოს.

დალიეთ საკმარისი წყალი

ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. ამ ჩვევის წასახალისებლად შეგიძლიათ მოათავსოთ წყლის ბოთლი თქვენი სმარტფონის ზედაპირზე. ეს ხრიკი გაგახსენებთ წყლის დალევას მაშინ, როდესაც სმარტფონის აღება მოგინდებათ მესიჯებისა და სოციალური ქსელების შესამოწმებლად.