სიმსივნის 10 ადრეული ნიშანი ქალბატონებში

ონკოლოგიური დაავადებები ყველაზე საშიში, სახიფათო და მომაკვდინებელი დაავადებების სიაში ლიდერობს. საშვილოსნოს ყელისა და სარძევე ჯირკვლების სიმსივნე – ორი საშინელი დაავადება, რომლისგანაც არცერთი ქალატონი არ არის დაზღვეული.

დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში სიმსივნე განკურნებადია – თანამედროვე მედიცინამ ეს არაერთხელ დაამტკიცა. სამწუხაროდ, ქალბატონების უმრავლესობისთვის ექიმთან მისვლა და საკუთარი სხეულის გამოკვლევა დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს. მეტიც, მათ არაფერი სმენიათ იმ საგანგაშო სიგნალების შესახებ, რომელთაც ჩვენი ორგანიზმი გვიგზავნის და ასე ჩვენს გაფრთხილებას ცდილობს.

1. სისხლდენა

სისხლდენა მენოპაუზის შემდეგ – ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო, სახიფათო სიგნალი, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი გვიგზავნის. ქალბატონების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა, თუმცა ისინი სასტკიად ცდებიან.

უცნაური გამონადენი სქესობრივი აქტის დროს, სისხლდენა მენსტრუაციული პერიოდის ფარგლებს გარეთ ან გახანგრძლივებული მენსტრუაციული პერიოდი (10 – 12 დღე) – ჰორმონალური ბალანსის დარღვევის ან საშვილოსნოს ყელის სიმსივნის ადრეული სიმპტომები.

თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც აღგენიშნებათ, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის.

2. უცნაური გამონადენი

ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიდა კედლები) სიმსივნის ადრეულ სიმპტომად ითვლება უცნაური წყალნარევი გამონადენი. არავითარ შემთხვევაში დააიგნოროთ ეს სიმპტომი!

3. მკერდის ცვლილებები

თითოეულ ქალბატონს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად საკუთარი მკერდის გამოკვლევა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რაიმე სახის ცვლილებებს შენიშნავთ, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.

საგანგაშო სიგნალები, რომელთა იგნორირება არ შეიძლება:

  • სისხლძარღვოვანი ბადეების ან პიგმენტური ლაქების გაჩენა მკერდზე.
  • მკერდის ან სარძევე ჯირკვლების ფორმის ცვლილება.
  • სიმაგრის წარმოქმნა მკერდზე.
  • ძუძუს თავების ფერის ცვლილება (თუ არ ხართ ორსულად ან არ კვებავთ შვილს მკერდით).
  • სისხლნარევი გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან.

4. დისკომფორტი

ონკოლოგიური სიმსივნის ერთ-ერთი გავრცელებული და ადრეული სიმპტომებია: ქავილის და დისკომფორტის განცდა, კანის ცვლილება (თუ, რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ინფექციით ან ალერგიით არ არის გამოწვეული). ეს ცვლილებები, როგორც წესი, ხანგრძლივი და პროგრესირებადია, რის გამოც გირჩევთ, დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს დახმარებისთვის.

5. ტკივილი მუცლის არეში

ითვლება, რომ საკვერცხეების სიმსივნის დიაგნოსტიკა ძალიან რთულია, რადგან მისთვის, როგორც წესი, სპეციფიკური სიმპტომები არ არის დამახასიათებელი. სწირედ ამიტომ, აუცილებელია რეგულარულად გინეკოლოგთან მისვლა და თავის დაზღვევის მიზნით სხვადასხვა გამოკვლევების ჩატარება. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული ნიშნები და სიმპტომები, რომელთა იგნორირება არ შეიძლება: ტკივილის განცდა მუცლის ქვედა ან შუა ნაწილში, გახშირებული შარდვა. რა თქმა უნდა, ეს ნიშნები არასპეციფიკურია და ისინი შეიძლება უამრავი მიზეზით იყოს გამოწვეული, თუმცა დაიზღვიეთ თავი და აუცილებლად მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის.

6. ცხელება

თუ თვენ გაციების ან სხვა ინფექციის სიმპტომები არ შეგემჩნევათ და არ გაწუხებთ ქრონიკული დაავადებები, თუმცა აღგენიშნებათ სხეულის მომატებული ტემპერატურა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს და გამოიკვლიეთ საკუთარი თავი.

7. საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები

სიმსივნის ერთ-ერთი ადრეული სიმპტომი საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების დარღვევაა, რაც თავბრუსხვევაში, მადის დაქვეითებაში, ყაბზობაში და მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენაში გამოიხატება. რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვილი სიმპტომები შეიძლება უამრავი დაავადებით იყოს განპირობებული, თუმცა დიდი ალბათობის ისინი მსხვილი ნაწლავის სიმსივნეზე მეტყველებს.

8. წონის ცვლილება

ონკოლოგიური დაავადებების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიმპტომად წონის მკვეთრი ცვლილება ითვლება. როგორც წესი, საქმე გვაქვს წონის სწრაფ კლებასთან, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სიმსივნე სრულიად ახალ, რთულ სტადიაზე გადავიდა.

9. მუცლის ზომის ცვლილება

საშვილოსნოს ყელის ან საკვერცხეების სიმსივნის ერთ-ერთ სიმპტომად მუცლის დეფორმაცია ითვლება. ხშირ შემთხვევაში ქალბატონები ამ სიმპტომს ყურადღებას არ აქცევენ და მუცლის შებერვას წონის მომატებით ხსნიან, რაც უპატიებელი შეცდომაა.

10. ქრონიკული დაღლილობა

სიმსივნური წამონაზარდის პროგრესირების პარალელურად ორგანიზმში გამოიყოფა მავნე ტოქსიკური ნივთიერებები, რის შედეგადაც დაავადებული ადამიანი განიცდის ქრონიკულ დაღლილობას.

რა თქმა უნდა, ეს მოვლენა შეიძლება განაპირობოს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტმა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დაღლილობა ყოველდღიური საქმიანობების შესრულებაში ხელს გიშლით, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს და გამოიკვლიეთ საკუთარი ორგანიზმი.

გისურვებთ ჯანმრთელობას! არ დაგავიწყდეთ ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება.