სილამაზის 15 საიდუმლო, რომელიც კანის პრობლემებს დაგავიწყებთ

5 ჩვევა, რომელიც ახლავე უნდა დაივიწყოთ:

1. საპონით სახის დაბანა

საპონი თქვენ კანს აშრობს და მის დამცავ ფენასაც ანადგურებს. შესაბამისად მან გამონაყარის გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს. იხმარეთ გამწმენდი ლოსიონები მის მაგივრად.

2. სახის მასკები და მისი დაზელვა კანს აუხეშებს. ამ პროცედურების შედეგი აშკარაა, თუმცა მათი დადებითი ეფექტი ცოტა ხანს ძლებს. ამიტომ სჯობს სახის გასაწმენდად მჟავის შემცველი ლოსიონები გამოიყენოთ.

3. ცხიმიან და პრობლემურ კანზე ზედმეტად ზრუნვა

რაც უფრო მეტად დასტრესავთ კანს, მით უფრო უარეს დღეში ჩავარდება იგი. აირჩიეთ ერთი მოვლის რუტინა და მიყევით მის საბაზისო წესებს შედეგების მისაღებად. სერიოზული გამონაყარის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, სახლში მკურნალობის ნაცვლად.

4. რუჯის მიღება

მზე კანისთვის კარგი არ არის. ამის გამო მზის სხივებისგან კანი მთელი წლის განმავლობაში უნდა დაიცვათ, განსაკუთრებით კი თქვენი სახე. ამის გამო არ უნდა დაგავიწყდეთ მზის კრემის გამოყენება გარეთ გასვლისას.

5. მაცივრის კოსმეტიკურ პაკეტად ქცევა

ტრადიციული კოსმეტიკის პროდუქტები შეიძლება მოძველებულად მოგეჩვენოთ, თუმცა სახეზე მაწონის წასმაზე უფრო სასარგებლო შედეგი ყოველთვის ექნებათ სპეციალური ქიმიკატებით დამზადებულ კრემებს.

4 ყოველდღიური ნაბიჯი კანის გასაჯანსაღებლად

1. გაწმენდა

ჩამოიწმინდეთ სახიდან მაკიაჟი და შემდეგ ჩამოირეცხეთ სახის კანი რომელიმე უქაფო სითხით. მაგალითად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალზამი, რძე ან გამწმენდი კრემი, ანუ ისეთი ნივთიერებები, რომელიც წყალთან შერევის შედეგად არ ქაფდება.

2. ტონირება

ზეთიანი კანის ტონირებისას სჯობს გამოიყენოთ მჟავებზე დაფუძნებული პროდუქტები, რადგან ისინი წმინდავენ კანის უჯრედებს და მასზე ზრუნვის შემდეგ ნაბიჯებს უფრო აადვილებენ.

3. დატენიანება

აირჩიეთ კრემი თქვენი კანის ტიპის მიხედვით. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ კრემი უბრალოდ დამცავი ფენაა თქვენი კანისთვის, რომელიც მას დამატებითი მინერალებითა და ტენიანობით ავსებს. თუკი დამატებითი მოვლა სჭირდება კანს, ამისთვის შეიძინეთ სპეციალური შრატები და მოიხმარეთ ისინი კრემის წასმამდე.

4. მზის კრემი

მზის კრემის გამოყენება თქვენი არჩევანია, თუმცა მისი ეფექტურობის შეფასება ამ ტყუპების ფოტოს ნახვისას ნამდვილად ადვილადაა შესაძლებელი.

რამდენიმე დამატებითი რჩევა კანის მოვლისათვის

შავ წერტილებთან საბრძოლველად გამოიყენეთ სალიცილის მჟავაზე დაფუძნებული კოსმეტიკა ან ზეთისხილის ზეთები. შეიზილეთ ეს პროდუქტები პრობლემურ წერტილებში რამდენიმე წუთის განმავლობაში.

საუკეთესო ანტიბაქტერიული კანის მოვლის საშუალება ბენზოილის პეროქსიდია, რომელიც ცხიმიანობასაც შველის. ამ პრობლემას ანტიბიოტიკებიც შველის, თუმცა მათთან გამკლავებას ბაქტერიები მალე სწავლობენ.

გამონაყარის მიერ დატოვებულ შრამებს მჟავებით და C ვიტამინით უმკურნალებთ. თუმცა, ღრმა შრამების სამკურნალოდ მჟავები შეიძლება ეფექტური არ იყოს, რის გამოც სილამაზის სალონს უნდა მიმართოთ.

ასპირინი

ასპირინი სალიცილის მჟავას შეიცავს და დაგეხმარებათ კანის ზედა ფენის გაწმენდაში, რის დროსაც იგი დაეხმარება ჩაბრუნებული თმის ბოლოებს მაღლა ამოსვლაში. ასპირინის პასტის მისაღებად აურიეთ 3-4 აბი ასპირინი წყალს პასტის ფორმის მიღებამდე და წაისვით სახეზე მასკის სახით. გაშრობის შემდეგ ჩამოიბანეთ კარგად.