როგორ შევარჩიოთ ნებისმიერი კუნთისთვის იდეალურ სავარჯიშო პროგრამა.

MuscleWiki საკმაოდ ადვილად სახმარი საიტი გახლავთ მათთვის, ვისაც ზედმეტი კილოგრამების დაკლება და ვარჯიშის დონის გაუმჯობესება სურს. საიტის მთავარი გვერდი ადამიანის სხეულის ინტერაქტიულ მოდელს გთავაზობთ, რომელზეც სხვადასხვა კუნთების ჯგუფების გამოყობა შეგიძლიათ. ამ ჯგუფებიდან ნებისმიერის არჩევა საშუალებას გაძლევთ ავტომატურად მიიღოთ ინფორმაცია იმ ვარჯიშების შესახებ, რომლების დახმარებითაც ამ კონკრეტულ კუნთს საუკეთესოდ ავარჯიშებთ. ყოველ ვარჯიშს თან ახლავს სადემონსტრაციო ვიზუალიც, ანიმაციური სურათის სახით, რომელიც საკმაოდ დიდ დახმარებას გაგიწევთ.

ბიცეპსები

მუცელი

საჯდომი

აქ ასევე ნახავთ ცალკე სექციას კაცებისთვის, რომელიც სპეციალური ვარჯიშების სიას შეიცავს. ასეთ გვერდებზე რომელიმე კუნთის ჯგუფის არჩევისას ვებსაიტი ავტომატურად გადაგამისამართებთ საინფორმაციო გვერდებზე, სადაც კუნთების, მათი სტრუქტურისა და ფუნქციების შესახებ დეტალური ინფორმაცისი წაკითხვას შეძლებთ.

ვარჯიშის თაობაზე საკმაოდ დიდი და საჭირო ინფორმაციის და რეკომენდაციების მიღების გარდა, ამ საიტის დახმარებით ასევე შეძლებთ კალორიების ოპტიმალური რაოდენობის გამოთვლას თქვენი ორგანიზმისა და ვარჯიშების სახეობის მიხედვით.