სტატიაში შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული 5 ნიღაბის რეცეპტს, რომლებსაც საოცრებათა მოხდენის უნარი აქვს.
ნიღაბი N 1
კიტრი გახეხეთ, დაამატეთ 1 ჩ. კ. ცხიმიანი არაჟანი და 0,5 ჩ. კ. თხელი თაფლი. მომზადებული საშუალება დაიტანეთ ზედა ტუჩის გარშემო ადგილებზე და დაიტოვეთ 20 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ, საპონი არ გამოიყენოთ.
რეცეპტი N 2
ნახევარ ბანანს დაამატეთ 1 ს. კ. არაჟანი და კარგად აურიეთ. ნაზავი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი.
რეცეპტი N 3
აიღეთ 2 ჩ. კ. დაკონსერვებული ბარდა, ჩანგლით დაჭყლიტეთ და დაამატეთ ცოტა კეფირი, იმ რაოდენობის, რომ მიიღოთ სქელი მასა, რომელსაც თანაბარი რაოდენობით გაინაწილებთ ზედა ტუჩის ირგვლივ კანზე. ნიღაბი გაიჩერეთ 15 წუთი.
რეცეპტი N 4
აიღეთ 1 წილი ალოეს წვენი და 1 წილი თხელი კონსისტენციის ნატურალური თაფლი. იგრედიენტები კარგად აურიეთ და წაისვით დაზიანებულ ადგილზე. დაიყოვნეთ 15 წუთი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
რეცეპტი N 5
კოსმეტიკური ყინული, რომელიც დააჩქარებს სისხლის მიმოქცევას და კანისთვის ორმაგი სარგებლის მოტანაც კი შეუძლია. აიღეთ ნახევარი კგ. სამკურნალო ბაბუაწვერა და გაატრეთ წვენსაწურში, დაამატეთ 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა განათავსეთ გასაყინ კონტეინერში და გაყინეთ. მიღებული კუბიკები გამოიყენეთ დილა-საღამოს და გაიუმჯობესეთ სისხლის მიმოქცევა.
შემოგთავაზებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, როგორ ებრძოლოთ ტუჩების ირგვლივ გაჩენილ ნაოჭებს:
- შეეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი სახის გამომეტყველება.
- დაზიანებულ ადგილზე თითის წვერებით წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. მასაჟის ხანგრძლივობა 10 წუთი.
- უარი თქვეთ მოწევაზე, რადგან ეს მავნე ჩვევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, უსაფრთხოდ მოიშორეთ ტუჩების გარშემო არსებული ნაოჭები. გაუზიარეთ ინფორმაცია მეგობრებსაც და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.