ბოსტონის სამედიცინო ცენტრისა და თმის კლინიკის დირექტორის განცხადებით, თმების ხშირად დაბანა პოზიტიურზე უფრო მეტად ნეგატიურ ეფექტებს იწვევს. ხშირი დაბანა ზეთის ჯირკვლების მიერ უფრო მეტი ცხიმის გამომუშავებას იწვევს, რაც თმას ისევ დასაბანს ხდის. ამ მეთოდების დახმარებით თქვენ მარტივად შეამცირებთ თმის დაბანის საჭიროებას:
აკონტროლეთ მენიუ
თმის სისუფთავის შესანარჩუნებლად ამოიღეთ მენიუდან ცხიმიანი ან შემწვარი კერძები. იგივე შეეხება შაქარს, თეთრ პურსა და კონსერვირებულ საჭმელებსაც. ჩაანაცვლეთ ეს პროდუქტები ხილით, რძის პროდუქტებით, ბოსტნეულითა და ხორცით. ეს ზეთის ჯირკვლების აქტივობას შეამცირებს.
გამოიყენეთ მშრალი შამპონი
გაყავით თქვენი თმა ზოლებად და წაუსვით მათზე მშრალი შამპონი, ძირებიდან 25 სანტიმეტრის დაშორებით. თუკი შამპონს პუდრის სახე აქვს, წაუსვით იგი ძირებზეც. მოიცადეთ 10 წუთი და შემდეგ დაივარცხნეთ თმა. შამპონი ცხიმიანი თვის ირგვლივ ერთგვარ ფარს შექმნის, რომელიც საბოლოო ჯამში თვენს თმას უფრო სუფთას გამოაჩენს.
ნუ დააიგნორებთ აქსესუარებს
კაშნებსა და ქუდებს ასევე საინტერესო სტილის შემოთავაზება შეუძლიათ თქვენთვის. უბრალოდ ხშირად გარეცხეთ ისინი და დაიფარეთ მათი საშუალებით არასასიამოვნო მდგომარეობაში მყოფი თმა.
მიაქციეთ ყურადღება წყლის ტემპერატურას
თმის დაბანვის დროს გამოიყენეთ თბილი წყალი. ცხელი წყალი კანის მიერ შენახული ცხიმების რაოდენობას ზრდის. დაბანვის შემდეგ ასევე მიეცით თმას ნატურალურად გაშრობის საშუალება.
დაიწანით თმა
ცხიმიანი თმის ძირების დაფარვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა მისი დაწვნაა. რაც უფრო სქელია ნაწნავი, მით უფრო უკეთეს შედეგს მოგცემთ იგი. ასევე ნაწნავებიდან შეიძლება ამოდიოდეს რამდენიმე ღერი თმაც, რაც მას უფრო ბუნებრივ იერს მიანიჭებს.
დაივარცხნეთ თმა დაძინებამდე
დაწოლის წინ ააფუმფულეთ თქვენი ბალიში და გადადევით მასზე დავარცხნილი თმა ისე, რომ დაიფაროს მისი ზედა კიდე. თუკი სიგრძე ხელს გიწყობთ, გაიკეთეთ მსუბუქი ნაწნავებიც.
გაიყავით თმა საპირისპირო მხარეს
თმის გაყოფისას კარგი იქნება თუ ხშირად შეცვლით მის მიმართულებას. ასევე შესაძლებელია სწორი გაყოფის შეცვლა დიაგონალური გაყოფითაც. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენი თმა ეჩვევა ერთ პოზიციაში ყოფნას და ეს იწვევს მისი ძირების მოცულობის დაკარგვას. ის ასევე როგორც წესი ყველაზე ჭუჭყიანი ხდება გაყოფის ზოლში.
მოერიდეთ ბრტყელ და სწორ თმის ვარცხნილობებს
ასეთი ვარცხნილობები თქვენს თმას უფრო ცხიმიანს და ჭუჭყიანს გამოაჩენს. იდეალური გამოსავალია თმის ძირების აფუება სავარცხლით, რაც თქვენს თმას უფრო ახალ და ნატურალურ იერს მიანიჭებს.
გარეცხეთ სავარცხლები
არ დაგავიწყდეთ თმის მოვლის აქსესუარების რეგულარულად გარეცხვა, რათა მათ ზედაპირზე კანის ცხიმის, ბალზამის და სხვა კოსმეტიკური საშუალებების დაგროვება აიცილოთ თავიდან. სავარცხლები კვირაში ერთხელ მაინც უნდა გარეცხოთ, თბილი წყლითა და შამპონით.
თმის დაბანის
გაიმშრალეთ სველი თმა პირსახოცის მაგივრად მაისურის დახმარებით
ნუ დაჩხაპნით თავის ქალას, გამოიყენეთ თითების გულები შამპონის ნაზად შესაზელად თქვენს თმაში
თმის ძირებს არასდროს არ უნდა წაუსვათ პირდაპირ შამპონი
ჩამოწიეთ წინ და დაახვიეთ თმები მათზე შამპონის წასასმელად