რა მოსდის თქვენს სხეულს ფრჩხილის ლაქის წასმიდან 10 საათის შემდეგ?

ყველამ ვიცით, რომ ფრჩხილების ლაქი ხშირად არ უნდა ვიხმაროთ, რადგან ეს ფრჩხილების გამოშრობასა და გაყვითლებას იწვევს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ამ ტიპის კოსმეტიკას უფრო სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია ჩვენს ჯანმრთელობაზე, ვიდრე აქამდე გვეგონა.

ფრჩხილების ლაქის სამუდამოდ დავიწყებას არ გირჩევთ, თუმცა აუცილებელია იცოდეთ მისი ყველა ნეგატიური ეფექტი:

რა უქმნის ორგანიზმს მთავარ საფრთხეს?

ფრჩხილის ლაქი დაზიანებას მისი ტოქსიკურობის გამო იწვევს. ზოგიერთი თანამედროვე კოსმეტიკა ასეთ კომპონენტებს შეიცავს, რომლებიც სერიოზულად აზიანებენ თქვენს ჯანმრთელობას:

ტოლუენი — ეს გამხსნელი ნივთიერებაა, რომელიც ლაქის ხარისხს ინარჩუნებს. მას შეუძლია გავლენა იქონიოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და გამოიწვიოს რეპროდუქციული პროცესების დარღვევები. თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა და გულისრევა მხოლოდ ნაწილია იმ სიმპტომების სიის, რომელთა გამოწვევაც უხარისხო ფრჩხილების ლაქს შეუძლია.

ფორმალდეჰადი — უფერული გაზი ლაქის ხარისხის ხანგრძლივად შენარჩუნებას უზრუნველყოფს. თუკი ალერგიები გტანჯავთ, მაშინ ამ ნივთიერებასთან კონტაქტმა შესაძლოა დერმატიტი და ქიმიური დამწვრობაც კი გამოიწვიოს. უარეს შემთხვევაში მან შეიძლება გულის რითმის დარღვევა, კრუნჩხვები და კიბოც კი გამოიწვიოს.

დიბუტილ პტალატე – ეს ნივთიერება არომატულ დანამატად გამოიყენება. მასთან ურთიერთობამ შესაძლოა ენდოკრინული დარღვევები, გინეკოლოგიური დაავადებები და სასუნთქი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს.

მეცნიერებმა კვლევები 24 ქალს ჩაუტარეს. ლაქის წასმიდან 6 საათის შემდეგ მონაწილეების უმრავლესობას აღმოაჩნდა დიფენილის ფოსფატის გაზრდილი დოზა – რაც მეტაბოლიზმის პროცესების დროს წარმოიქმნება. 10 საათის გასვლის შემდეგ კი ფოსფატის დოზამ ყველა მონაწილის ორგანიზმში ნორმაზე შვიდჯერ უფრო დიდ ოდენობას მიაღწია. ეს მართლაც შემაშფოთებელი შედეგი იყო მეცნიერებისთვის.

როგორ უნდა ავირჩიოთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ფრჩხილების ლაქი?

მსგავის კოსმეტიკის შეფუთვაზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ სპეციალური აღნიშვნები:

“5-Free“ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი არ შეიცავს 5 მთავარი საზიანო ქიმიკატიდან ერთსაც კი.

”3-Free” ნიშნავს იმას, რომ ასეთი სახის ლაქი დამზადებულია მხოლოდ იმ სამი საზიანო ქიმიკატის გამოყენებით, რომელიც ზემოთაა ჩამოთვლილი.

ფრჩხილების ლაქის ყიდვამდე აუცილებელია წაიკითხოთ მისი შემადგენლობა, რადგან თქვენი ჯანმრთელობა ყველანაირ სილამაზის სტანდარტზე უფრო მნიშვნელოვანია.