ვინ იყავით წინა ცხოვრებაში? გაიარეთ ასოციაციის ტესტი

2968

ყველა ჩვენგანს გამოუცდია შეგრძნება-დეჟავუ. ხანდახან, ჩვენ თავი ვინმე სხვა გვგონია. ეს ყველაფერი შეიძლება ჩვენი წარსული ცხოვრების გამოძახილი იყოს. ცნობილია, რომ სული ხელახლა იბადება. დღეს კი თქვენი წარსული ცხოვრების შესახებ მცირეოდენს გაიგებთ. ამისთვის სულ რამდენიმე წამი დაგჭირდებათ.

ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში?

თითოეული ჩვენგანი ამ პლანეტაზე იმიტომ მოდის, რომ გამოასწოროს წარსულის შეცდომები და რაღაც განსაკუთრებული ისწავლოს. ეს ტესტი დაგეხმარებათ:

  • გაიგოთ, ვინ იყავით ადრე;
  • გაარკვიოთ, რატომ დაიბადეთ ხელახლა;
  • მიიღოთ მითითებები სამომავლო მოქმედებისთვის;
  • გაიაზროთ შეცდომები და ეცადოთ მათ გამოსწორებას.

ამ ყველაფრისთვის მხოლოდ ისაა საჭირო, რომ შეხედოთ წარმოდგენილ სურათს და აირჩიოთ არსება, რომელთანაც თავს გააიგივებდით.

ფოტოზე მხოლოდ 5 არსებაა წარმოდგენილი. თითოეული მათგანი გარკვეული საქმიანობისა და წინა ცხოვრებისეული გზის სიმბოლოა.

  1. მითიური მარტორქა – თუ ეს არსება აირჩიეთ, წარსულ ცხოვრებაში შემოქმედებითი ადამიანი ყოფილხართ. მსახიობური ოსტატობა, ხატვა ან პოემების წერა იყო თქვენი გატაცება. თუ ეს ნიჭი არ გქონდათ, აუცილებლად გექნებოდათ პარანორმალური შესაძლებლობები.
    ამიტომ, ამ ცხოვრებაში ძალიან განვითარებული გაქვთ ინტუიცია. ამქვეყნად იმისთვის მოხვედით, რომ უბრალოების ბედნიერება შეიგრძნოთ. წინა ცხოვრებაში ხომ ამას ვერ ეღირსეთ. ცნობილობის გამო თავქარიანი იყავით. ახლა მკაცრი ეთიკური წესები უნდა დაიცვათ.
  2. ფრინველი გუკუკი – ძველინდური – “ბუ”. თუ სწორედ ეს არსება აირჩიეთ, იმას ნიშნავს, რომ წინა ცხოვრებაში ინტელექტუალი იყავით. საარსებო ფულს ზუსტი მეცნიერებების გამოყენებით გამოიმუშავებდით.
    ამიტომ შემოგრჩათ გამოთვლის უნარი. ყოველთვის ეყრდნობით საუთარ გონებას და არ აძლევთ ემოციებს გასაქანს. სწორედ ამის მიღწევა გჭირდებათ. მოდუნდით და ხანდახან დაყრდენით გულსაც, გონების გამოყენების გარეშე.
  3. კრიპტიდი (ეგვიპტური რვაფეხა) – თქვენი პროფესია წარსულ ცხოვრებაში ეხებოდა ვიღაცისთვის რაღაცის სწავლებას. ახლანდელ ინკარნაციაში შეგინარჩუნდათ სურვილი, ნებისმიერ მსურველს დაეხმაროთ. თქვენ ძალიან ემპათიური ადამიანი ხართ.
    ამქვეყნად განსაკუთრებული მისია გაკისრიათ: თქვენ ის ხართ, ვინც ბალანსი უნდა დაიცვას სიკეთესა და ბოროტებას შორის. “უკუნი” სულ უფრო მეტად იპყრობს სამყაროს. თქვენი მისიაა, მაქსიმალურად მეტი “სინათლე” მოიტანოთ მიწაზე.
  4. პინინი (ჩინური დრაკონი) – ძალაუფლების შეუდარებელი სიმბოლო! თავდაჯერებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა ცხოვრებაში განსაკუთრებული სისხლის პატრონი იყავით. ალბათ, სახელმწიფო პირი იყავით და ძალიან რთული საკითხების გადაწყვეტა გევალებოდათ. ამასთან, მუდმივად ფუფუნებაში ცხოვრობდით.
    ახლა სიმტკიცე და ლიდერის ყველა თვისება შეგინარჩუნდათ. ამჯერად ძალიან რთული გზის გავლა გიწევთ. ბედი თქვენს მედეგობას გამოცდის. თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული იქნებით, ყველა სირთულეს ღიმილით გადალახავთ.
  5. ფენრირი (საშიში მგელი) – წინა ინკარნაციაში ერთმნიშვნელოვნად მეომარი იყავით. თუ ეს თქვენი პროფესია არ იყო, ცხოვრებისეულად, უბრალოდ დამცველი მაინც იყავით. ამას ახლაც გრძნობთ საკუთარ თავში.
    გარშემომყოფები თქვენთან თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ. ამჯერად, თქვენი მისიაა იმ ადამიანის პოვნა, რომელიც თქვენს მეორე ნახევრად იქცევა. პარტნიორი თქვენზე უფრო ძლიერი უნდა იყოს, რადგან ამ ცხოვრებაში დაცვა თვითონ გჭირდებათ.

ახლა უკვე ფლობთ საიდუმლო ცოდნას. თუ მას სწორად გამოიყენებთ და სწორ გზაზე დადგებით, ბედი ამისთვის აუცილებლად დაგაჯილდოვებთ.