8 პროდუქტი, რომელიც სუპერმარკეტში არ უნდა იყიდოთ

ადამიანები ლამაზი შეფუთვის დანახვისას ხშირად დაუფიქრებლად ყიდულობენ პროდუქტებს მარკეტებში. თუმცა, ბევრმა არ იცის იმ რისკების შესახებ, რომლის მომტანიც სწორედ მაღაზიის თაროებზე განთავსებული პროდუქტია. ნახეთ რისი ყიდვა არ ღირს და რატომ:

შეფუთული სალათი

ბაქტერიოლოგების თქმით შეფუთულ სალათებში ნაწლავებისთვის საშიში ბაქტერიები მარტივად შეიძლება ბუდობდეს. ეს იმის ბრალია, რომ ასეთი პროდუქტების თერმული დამუშავება არ ხდება და მათში ბაქტერიები მიწიდან ხვდებიან. ასეთი სალათის ყიდვას სჯობს ახალი ბოსტნეული იყიდოთ და კარგად გარეცხოთ.

სოსისი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღიარა, რომ სოსისი, ბეკონი და სხვა გადამუშავებული ხორცის პროდუქტები კიბოს გაჩენის რისკს ზრდის. ისინი არაჯანსაღ მინერალებს შეიცავენ, რომლებიც მუცელში მოხვედრის შემდეგ უფრო საზიანო ფორმას იღებენ. მათზე უკეთესი არჩევანია ხორცის დიდი ნაჭრის ყიდვა და მისი საკუთარი ხელით დაჭრა სახლში სენდვიჩებისთვის.

ბოთლში ჩამოსხმული მწვანე ჩაი

უახლესი კვლევის მიხედვით ბოთლში ჩამოსხმულ მწვანე ჩაის არაფერი აქვს საერთო ამ სასმელთან. მწვანე ჩაი ცნობილია ანტიოქსიდანტების შემცველობით, რასაც ასეთ ბოთლებში ვერ ნახავთ. წარმოიდგინეთ, რომ ერთი ჭიქა ნამდვილი მწვანე ჩაი ასეთ 20 ბოთლზე უფრო მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავს. ამის მიზეზი ისაა, რომ მწვანე ჩაის ბოთლები ძირითადად წყლითა და შაქრითაა სავსე.

საჭმელი ხილის დანამატებით

კენკრის ფუნთუშები და ტკბილი იოგურტები შეიძლება გემრიელად გამოიყურებოდეს, თუმცა მათში ხილის ნაცვლად ძალიან მარტივად საწარმოებელი და გასაყიდი დანამატებია შერეული. დანამატებს იყენებენ სისქის, სურნელის და სიმკვრივის შესანარჩუნებლად. მათ ურევენ კარაქში და ასევე ძალიან პატარა ნამდვილ ხილის ნაჭერსაც უმატებენ.

მაიონეზი

მაიონეზი როგორც წესი კვერცხს, ძმარს, ბოსტნეულის ზეთს და სუნელებს შეიცავს. თუმცა, მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტი ასევე შემნახველ დანამატებსაც შეიცავს, რის გამოც ლაითი მაიონეზი 35 პროცენტით ნაკლებ სახამებელს შეიძლება შეიცავდეს, თუმცა ჩვეულებრივი მაიონეზის მსგავსი კალორიების რაოდენობით გამოირჩეოდეს.

დაფქვილი სანელებლები

დაფქვილი სანელებლების შერევა უფრო იაფიან დანამატებთან ძალიან ადვილია. მაგალითად ხშირად იყიდება ყვავილოვანი მცენარე ზაფრანის ნაცვლად. ასევე მათ გემოს გამამძაფრებელ გლუტამატს უმატებენ. ამიტომ სჯობს ყველანაირი სანელებელი სახლში წაიღოთ დასაფქველად.

პური

სუპერმარკეტებში გასაყიდი პური ქიმიურად გათეთრებული ფქვილისგან მზადდება. მისი ცომი ასევე ქიმიურ დანამატებს შეიცავს, რომელიც მის სიმკვრივეს უზრუნველყოფს. ასეთი დანამატები პურის ვარგისიანობის ვადას ზრდიან, მისი სიჯანსაღის ფასად. ამიტომ პურის ყიდვა მცირე საცხობებში სჯობს, სადაც დამზადების პროცესზე უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ.

კოკა-კოლა

ეს სასმელი რამდენიმე ნეგატიური ეფექტით გამოირჩევა მისი ინგრედიენტების გამო. მათ შორისაა კოფეინი, დიდი ოდენობით შაქარი და ფენილალანინი. მათ გამო კოკა-კოლის მირთმევამ შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი და ასევე შეიძლება შეასუსტოს ან გააძლიეროს სხვადასხვა მედიკამენტების ეფექტები.