9 მიზეზი, რატომაც უნდ დაიწყოთ დილა შვრიის ფაფით. ორგანიზმი მადლობას გადაგიხდით

გამოკვლევებმა გვიჩვენა, რა მოუვა ორგანიზმს ყოველ დილით საუზმეზე შვრიის ფაფას თუ მიირთმევთ

ბავშვობიდან ჩვეულებად შემომრჩა და ყოველ დილით საუზმეზე მივირთმევ შვრიის ფაფას. მამაჩემი ყოველთვის ამბობდა, რომ ფაფა ენერგიას მატებსო.

საუზმე ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია და  დატვირთული უნდა იყოს სასარგებლო პროდუქტებით, რათა ადამიანმა დღის განმავლობაში ენერიულად იგრძნოს თავი.

შვრიის ფაფა საუზმისთვის საუკეთესო ვარიანტია, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინებს, ვიტამინებს, ნახშირწყლებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.

1. აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს

ბევრმა ჩვენგანმა კარგად იცის, რომ საკვები უჯრედისი სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი ტრაქისთვის, მაგრამ ზოგიერთ უჯრედისს უპირატესობა აქვს, ვიდრე სხვებს. მაგალითად, ბეტა-გლუკანი ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს.

შვრის ფანტელის გარსი შეიცავს დდი რაოდენობით ბეტა-გლუკანს.

2. კოლორექტალური კიბოს პროფილაქტიკა

მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა, რომელშიდაც 2 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ცხადყო, რომ შვრიის ყოველდღიური გამოყენება აფერხებს კოლორექტალური კიბოს რისკს.

3. წონის კორექცია

ჩატარდა კვლევა, რომელშიდაც მონაწილე ადამიანები ორ ჯგუფად დაიყვნენ.

ადამიანთა ერთი ჯგუფი ყოველ დილით მიირთმევდა შვრიის ფაფას, ხოლო მეორე ნაწილი იყენებდა სხვადასხვა სახეობის მშრალ საუზმეს.

ორივე ჯგუფის წევრთა საუზმე 363 კალორიას შეადგენდა. იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც შვრიას მიირთმევდნენ ნაყრდებოდნენ და ამის გამო წონაში დაიკლეს.

4. უზრუნველყოფს დიდი რაოდენობით ენერგიას

შვრია მდიდიარია ნახშირწყლებით, რომელიც საჭიროა  ორგანიზმის ენერგიულობისთვის. თუ გსურთ, რომ დიდი ხნით დარჩეთ დანაყრებული, აუცილებლად მიირთვით შვრიის ფაფა. ის გაჯერებულია E და B ვიტამინებით, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.

5. გულისა და ფილტვების დაავადებების პროფილაქტიკა

შვრია მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, რომლებიც აუცილებელია სისხლის უჯრედებისთვის და მთლიანად სისხლის მიმოქცევის სისტემისთვის.

კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ადამიანებს, რომლებიც მიირთმევენ შვრიას, არ ემუქრებათ გულისა და ფილტვების დაავადებები.

ქალებს, რომლებიც დღის განმავლობაში მიირთმევენ  სამ პორცია შვრიის ფაფას ნაკლებად ემართებათ გულის შეტევა და სხვა დაავადებები.

6. შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს

შვრია შეიცავს დიდ რაოდენობით ცილებს, ცხიმოვან მჟავებსა  და ამინომჟავებს

ერთი პორცია (დაახლოებით 8 ს. კ.) შვრიის ფაფა შეიცავს ადამიანის ორგანიზმის რეკომენდირებული ცილების დღიური ნორმის 15 %.

7. სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის

ერთი პორცია შვრიის ფაფა შეიცავს ცელულოზას დღიური ნორმის 1/5 . თუ თქვენ დღეს დაიწყებთ შვრიის ფაფით ეს დადებითად იმოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, შველის ყაბზობას და განაყრებთ.

8. სასარგებლოა კანისთვის

შვრია კანისთვის უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ის ეფექტური საშუალებაა ეგზემისა დაკანის გაღიზიანების საწინააღმდეგოდ.

9. ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს

შვრია შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს. მაგალითად, როგორიცაა ავენანთრამიდები.

ანტიოქსიდანტები კურნავს ქავილს და კანის სხვადასხვა ანთებებს, ასევე ხელს უწყობს არტერიული წნევის დაწევას.

მიირთვით შვრიის ფაფა და მოიგვარეთ ჯანმრთელობის პრობლემები. თქვენი საუზმე რომ კიდევ უფრო გემრიელი და სასარგებლო იყოს, დაამატეთ ნებისმიერი ხილი: მარწყვი, ჟოლო, შავი ქლიავი, მოცვი და სხვა, აგრეთვე ქიშმიში ან ნებისმიერი სხვა ჩირი.