ნებისმიერმა მებაღემ იცის, რომ პორტულაკი ჯიუტი და სწრაფადმზარდი სარეველაა. რამდენიც არ უნდა მოგლიჯოთ, მაინც ხარობს 25 წლის განმავლობაში. ბრძოლა პორტულაკის წინააღმდეგ მიმდინარეობს არა სასიცოცხლოდ, არამედ სასიკვდილოდ. მეც ყოველთვის ვგლეჯდი ამ ბალახს, სანამ არ გავიგე, რომ მას სამკურნალო თვისებები ჰქონია.
ამიტომ, როცა ისევ აღმოაჩენთ საკუთარ ნაკვეთზე ამ აუტანელ სტუმარს, არ იჩქაროთ მისი თავიდან მოშორება, ჯერ იმ თვისებების შესახებ გაიხსენეთ, რომლითაც იგია დაჯილდოებული. შესაძლოა, სწორედ ეს მცენარე გიხსნით დიდი უსიამოვნებისგან.
სამკურნალო პორტულაკი
როგორც ველური, ისე აგარაკის პორტულაკიც სასარგებლო თვისებებს ფლობს. ამ მცენარის ფოთლები გაჯერებულია ვიტამინური და მინერალური კომპლექსებით, ასევე, რკინითა და კალციუმით. გარდა ამისა, მის შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით A ვიტამინი და სასარგებლო ცხიმოვანი მჟავები.
ყველა ეს ნივთიერება ხელს უშლის კიბოს გაჩენას და ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემას სწორად ფუნქციონირებაში. პორტულაკი რეკომენდებულია ჰიპერაქტიული ბავშვებისთვის, ნერვული სისტემის გასაძლიერებლად.
შესანიშნავი იდეა – ჩაანაცვლეთ ისპანახი პორტულაკით სხვადასხვა კერძში. მისი ფოთლები ხრაშუნაა და ლიმონის არომატი აქვს. შეგიძლიათ სარეველასგან მოამზადოთ სალათი არაჟნითა და ბერძნული კაკლით.