პრაქტიკული ნიღაბი სახის დასაცავად და როგორ შევკეროთ ბევრი ნიღაბი ერთ დაჯდომაზე

როცა მთელი მსოფლიო სახლში ზის და გარეთ მხოლოდ საჭიროების დროს გამოდის, თავდაცვა და სოციალური ვალდებულების შესრულება აუცილებელია. ერთადერთ ხელმისაწვდომ საშუალებას ნიღაბი წარმოადგენს, ამიტომ დღეს მის ყველა შესაძლო ვარიანტს გასწავლით. ამ მასალაში გთავაზობთ სახის დამცავ პრაქტიკულ ნიღაბს, რომლის გაკეთებას სახლში თავად შეძლებთ.

რით გამოირჩევა ასეთი ნიღაბი სხვა ათასობით ნიღბისგან? შეკერილი ნიღაბი ზუსტად თქვენს ანატომიაზე იქნება მორგებული. ეს იმას ნიშნავს, რომ კანზე კარგად მოგერგებათ და სახის დაცვის ფუნქციას შესანიშნავად შეასრულებს.

სახის დამცავი ნიღაბი

სტატიის დაწერა Youtube-ის უამრავმა ვიდეომ შთაგვაგონა. თქვენ რომ არაფრის მოძებნა და ბევრი დროის დახარჯვა არ მოგიწიოთ, შეგიძლიათ ყველაფერი 5 წუთში ნახოთ. მოკლედ, ნიღაბი კონკრეტული ადამიანისთვის უნდა შეკეროთ. აი, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის.

სახის დამცავი ნიღბის თარგი

1. თარგის სქემა რომ მიიღოთ, ორი ზომა დაგჭირდებათ: პირველი – ცხვირის ფუძიდან ნიკაპამდე, მეორე – ყურიდან ყურამდე. მარჯვენა ყურიდან ცხვირის წვერამდე – 13 სმ. ცხვირიდან მარცხენა ყურამდე კიდევ 13 სმ. ჯამში 26 სმ, მაგრამ თარგზე 13 სმ გამოიყენეთ. ახლა ცხვირის ფუძიდან ნიკაპამდე მანძილი – ზუსტად 14 სმ.

2. ქაღალდზე მართკუთხედი დახაზეთ, სადაც სიგრძე პირველი ზომის შესაბამისი იქნება, სიგანე კი მეორესი. ამ შემთხვევაში ზომებია – 13 და 14 სმ. მესამე პირობითი ხაზი ყველაზე ამოზნექილ წერტილს გადის, ანუ ცხვირის წვერზე. შეგიძლიათ გაზომოთ ცხვირის ფუძიდან (მართკუთხედის ზედა მხარე), თუ წინიდან დგახართ.

3. ზედა ხაზზე 1,5 სმ და მარცხენა მხარეს ქვედა ხაზზე 4,5 სმ აღნიშნეთ. შემდეგ ხაზიდან,  რომელიც ყველაზე ამობურცულ წერტილს აღნიშნავს, მარჯვენა მხარეს 3 სმ ზემოთ და ქვემოთ  აღნიშნეთ. მიღებული წერტილები შეართეთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

4. ახლა კუთხეები მოამრგვალეთ. თითოეული ოთხი სეგმენტი შუაზე გაყავით და მონიშნეთ. პირველად (ზემოდან გრძელი) შიგნით 1 სმ გაზომეთ და წერტილი დასვით. მეორე (ქვემოთ გრძელი) 0,5 სმ შიგნით გაზომეთ და წერტილი დასვით. ქვედა, მოკლე – 0,7 მმ გარედან და ზედა მოკლეზე – 0,4 მმ ასევე გარედან. ყველა წერტილი ისე შეაერთეთ, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

5. ესეც ასე! ახლა მიღებული თარგი ქსოვილზე გადაიტანეთ და შეკერეთ. თუ შეცდომას არ დაუშვებთ, გაოცდებით, ნიღაბი სახეზე იმდენად ზუსტად მოგერგებათ. ნამდვილად, ანატომიურად!

ჯანმრთელობას გისურვებთ! აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს, თუ როგორ შეკეროთ თქვენზე მორგებული სახის დამცავი ნიღაბი.