რატომ უნდა დაამწნილოთ კვერცხი ძმარში

0
2963

დამწნილებული კვერცხი ძველი გერმანული კერძია. კვერცხის მომზადების ასეთი მეთოდი ჯერ კიდევ 300 წლის წინ წარმოიშვა. კვერცხის დიდხანს შენახვა მხოლოდ ასე შეიძლება. მეთოდი დღემდე შემონახულია. დროთა განმავლობაში უჩვეულო მწნილების უამრავი სხვადასხვა რეცეპტი შეიქმნა, რომელთა შესახებ დღეს გიამბობთ.

დამწნილებული კვერცხი

დამწნილებული ქათმის კვერცხი ნებისმიერ ფურშეტზე შესანიშნავი წასახემსებელია. ასეთ კვერცხს ხშირად ამზადებენ პაბებსა და ბარებში, სადაც მას სხვადასხვა კოქტეილებთან წასახემსებლად იყენებენ.

ბევრს მწყრის კვერცხის დამწნილება ურჩევნია, რადგან მათი მტკიცებით, ასეთი კვერცხი ბევრად უფრო გემრიელია. თუმცა ეს უკვე გემოვნების საკითხია. მწნილები, რომელთა შესახებ დღეს გიამბობთ, ნებისმიერ კვერცხზე შეგიძლიათ გამოიყენოთ.

დამწნილებული კვერცხი ამერიკულად

ინგრედიენტები:

  • 12 ქათმის კვერცხი
  • 250 მლ თეთრი ძმარი
  • 250 მლ წყალი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 2 ჩ/კ სანელებლები მწნილისთვის
  • 1 ჩ/კ მარილი

მომზადება:

  1. კვერცხი მოხარშეთ, გააგრილეთ და გაასუფთავეთ. ლიტრიანი ქილა კვერცხით გაავსეთ.
  2. პატარა ქვაბში ძმარი, წყალი, შაქარი, მარილი და სანელებლები აურიეთ. ამისთვის ყველაზე მეტად გამოგადგებათ მიხაკის, წიწაკის მარცვლების, დაფნის ფოთოლის და ჩილის წიწაკის ნარევი. ახლა მარინადი ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 10 წუთით ხარშეთ.
  3. მარინადი იმწამსვე კვერცხით სავსე ქილაში ჩაასხით და თავსახური კარგად დაახურეთ. თავსახური და ქილა წინასწარ კარგად გაასტერილუროთ.
  4. გაგრილების შემდეგ ქილა შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ. კვერცხი სანელებლებით კარგად რომ გაიჟღინთოს, მარინადში დაახლოებით 1 კვირა გააჩერეთ.
  5. სუფრაზე შეგიძლიათ სახლში მომზადებულ ორცხობილასთან ან ჩიფსებთან ერთად გაიტანოთ.

განსაკუთრებული ჩინური ნარევი, რომელიც დიდი კამის, ბადიანის, სიჩუანის წიწაკის, მიხაკის და დარიჩინისგან მზადდება, კვერცხს აზიურ ხიბლს შემატებს. თქვენ მთელი ქილა ჩინური სანელებლების მომზადებას შეძლებთ, თუ მათ მიქსერით დააქუცმაცებთ.

დამწნილებული კვერცხი ჩინურად

ინგრედიენტები:

  • 12 ქათმის კვერცხი
  • 1 ჩ/კ ჩინური ჩაი
  • 3 ს/კ სოიოს სოუსი
  • 1 ს/კ ფორთოხლის წვენი
  • 1 ჩ/კ ჩინური სანელებლები
  • 0,5 ჩ/კ ზღვის მარილი
  • 1 ჩ/კ ყავისფერი შაქარი

მომზადება:

  1. კვერცხი ქვაბში მოათავსეთ და ცივი წყალი დაასხით. წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ და კვერცხი სუსტ ცეცხლზე 5 წუთით ხარშეთ.
  2. ქვაბიდან კვერცხი ფრთხილად ამოიღეთ და ცივი წყალი დაასხით. ახლა თითოეული კვერცხის ნაჭუჭს კოვზი ისე დაარტყით, რომ ნაჭუჭზე ბზარები გაჩნდეს და კვლავ წყალში მოათავსეთ.
  3. კვერცხი კვლავ ქვაბში მოათავსეთ, 1 ლ წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ცალკე თასში მარინადის ინგრედიენტები აურიეთ და მდუღარე წყალს ნარევი დაუმატეთ. კვერცხი კიდევ 7 წუთით ხარშეთ.
  4. კვერცხი არ ამოიღოთ და მწნილში გაგრილება აცადეთ. ახლა ქვაბი მთელი ღამე მაცივარში გააჩერეთ.
  5. სუფრაზე გატანის წინ კვერცხს ნაჭუჭი მოაშორეთ. თქვენ ნახავთ, რომ კვერცხზე ლამაზი, ობობის მსგავსი ხაზები შეიქმნა.

დამწნილებული კვერცხი პიემონტურად

ინგრედიენტები:

  • 15 მწყრის კვერცხი
  • 10 ღერო ოხრახუში
  • 1 ჩილის წიწაკა
  • 4 კბილი ნიორი
  • 125 მლ პომიდვრის წვენი
  • 100 გრ დამარილებული ქარხალა
  • 125 მლ მზესუმზირას ზეთი
  • 10 გრ მარილი
  • 40 მლ ვაშლს ძმარი

მომზადება:

  1. მწყრის კვერცხი მოხარშეთ და გაასუფთავეთ.
  2. ოხრახუში დააქუცმაცეთ, წვრილად დაჭრილი ჩილის წიწაკა და დაჭყლეტილი ნიორი დაუმატეთ. აურიეთ და დაქუცმაცებული, დამარილებული ქარხალა, პომიდვრის წვენი და ზეთი დაუმატეთ. შემდეგ ძმარი დაუმატეთ და მარილი მოაყარეთ.
  3. კვერცხი ლიტრიან ქილაში მოათავსეთ, მარინადი დაასხით და თავსახური დაახურეთ.

დამწნილებული კვერცხი საკმაოდ უჩვეულო წასახემსებელია, რომლითაც სტუმრების გაოცებას შეძლებთ. მამაკაცებს ასეთი კერძი განსაკუთრებით უნდა მოეწონოთ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here