გემრიელი დეტოქს წვენები ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ისინი წონის დასაკლებად და ორგანიზმის გასაწმენდად საუკეთესო საშუალებებია.
სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივესი ყველასთვის ხელმისაწვდომი დეტოქს წვენის რეცეპტს, ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთის ნარევს, რომლის საშუალებითაც გაიწმენდთ ორგანიზმს.
ამ ორი ბუნებრივი ინგრედიენტის კომბინაციას საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის წარმოუდგენელი სარგებლობის მოტანა შეუძლია.
1. ებრძვის ყაბზობას
წმენდს ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას.
2. იცავს გულს
ნარევი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის დონეს. იგი შეიცავს C ვიტამინს.
3. ამცირებს სახსრების ტკივილს
ნარევი ხელს უწყობს სახსრების შეშუპების შემცირებას, რევმატიზმითა და ართრიტით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქებას.
4. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას
თუ თქვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ნორმალურად არ ფუნქციონირებს, შეგექმნებათ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემები. შეგაწუხებთ მეტეორიზმი, დისკომფორტი მუცლის მიდამოებში.
ცხადია, რომ თქვენი ორგანიზმი საჭიროებს გაწმენდას.
თუ თქვენ არ გაქვთ დრო, რომ მოამზადოთ დეტოქსიკური წვენები, შემოგთავაზებთ უმარტივესი გამწმენდი საშუალების რეცეპტს, რომელის მომზადებას რამდენიმე წამი დასჭირდება.
3 წვეთი ლიმონის წვენისა და 1 ჩ. კ. ზეითუნის ზეთის ნარევი მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
დაიმახსოვრეთ, შემოთავაზებული საშუალების გამოყენება არ შეუძლიათ გასტრიტითა და წყლულებით დაავადებულ ადამიანებს.