როგორ უნდა შევაჩეროთ ტაქიკარდია 1 წუთში

ყველამ ვიცით როგორი განცდაა გულის ცემის უეცარი აჩქარების შეგრძნება, რის გამოც აუცილებლად უნდა იცოდეთ ამ ორი საინტერესო მეთოდის შესახებაც. ისინი დაგეხმარებათ ამ პრობლემასთან გამკლავებაში და ეფექტურად შეგინარჩუნებთ სიჯანსაღეს.

გაგრილება

სხეულის ტემპერატურის სწრაფი დაკლებით გულისცემის რიტმიც ნელდება. სწორედ ასე ადაპტირდება ნერვული სისტემა ახალ კონდიციებთან. გული განსაკუთრებულად რეაგირებს სახის გაგრილებაზე, რადგან იგი ახლო მასთან. შესაბამისად ტაქიკანდრიის დროს ამის გაკეთებაა რეკომენდირებული:

ჩაასხით ღრმა კონტეინერში წყალი. ის უნდა იყოს რაც შეიძლება ცივი, ყინული თუ გაქვთ, დაუმატეთ.
შეიკავეთ სუნთქვა და ჩაყავით სახე წყალში რამდენიმე წამით. თუ ღრმა კონტეინერი არ გაქვთ, შეისხით ხელებით წყალი სახეზე.
ასევე შეგიძლიათ ყინულის კუბებით დაიმასაჟოთ სახის წერტილები.

ვალსალვის მანევრი

ეს მეთოდი გულის ცემის მაკონტროლებელი ნერვის მანიპულირებაში დაგეხმარებათ. მისი შესრულება ასეა შესაძლებელი:

ჩაისუნთქეთ ღრმად და დაჭიმეთ მუცლის კუნთები.
მოიჭირეთ ცხვირზე თითები და დახუჭეთ პირი და თვალები.
ეცადეთ ამოისუნთქოთ ცხვირით, პარალელურად მუცლის კუნთების დაჭიმვის ფონზე.

ორივე მეთოდის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ისეთ შემთხვევაში, როდესაც ტაქიკარდიას თან ახლავს მკერდის ძლიერი ტკივილები და სუნთქვის გართულების შეგრძნება. ასეთ სიტუაციაში სასწრაფოდ უნდა დაურეკოთ ექიმს. ასევე აღსანიშნავია, რომ გულის ცემის აჩქარება მაგალითად სიხარულის განცდისას ან მუცლის კუნთების ვარჯიშისას სრულიად ნორმალური ასპექტია. ტაქიკარდია სერიოზული სიმპტომია მაშინ, როდესაც იგი აშკარა მიზეზის გამო ჩნდება და ასეთ შემთხვევაში საჭიროებს სიტუაცია ექიმთან კონსულტაციას.