8 მნიშვნელოვანი შეცდომა, რომელიც თავიდან უნდა აირიდოთ ძილის პრობლემების გამოსასწორებლად

8 საათიანი ძილის შემდეგ მაინც დაღლილობის შეგრძნებით გაღვიძება ბევრისთვის ნაცნობი გრძნობაა. ამას ხშირად ვაბრალებთ სტრესს და დღიურ პრობლემებს, თუმცა დილის დაღლილობის გამომწვევი მიზეზები ხშირად სრულიად განსხვავებულია. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ იმ 8 შეცდომის სიას, რომლის დაშვების თავიდან არიდებაც ძილის პრობლემებს გამოგისწორებთ:

დღიური გეგმა

ჩვენი ცხოვრება მიმდინარეობს ჩერქეზული რითმის მიხედვით, რომელსაც ასევე ბიოლოგიურ საათსაც უწოდებენ. იგი ძილის და სიფხიზლის მონაცვლეობის ციკლს წარმოადგენს და ყოველდღე სხვადასხვა დროს დაძინებით ამ ციკლის წრეს ვარღვევთ, რაც დაღლილობას იწვევს. ყოველდღე ერთ დროს დაძინებით ამ პრობლემას მოაგვარებთ.

ძილის აღდგენა შაბათ-კვირას

კვირის დღეებში 5-6 საათი ძილით და შაბათ-კვირას ორმაგი რაოდენობით გამოძინებით მაინც არღვევთ თქვენი ორგანიზმის ბიოლოგიურ რითმს. ეს ასევე ზრდის ჭარბწონიანობის, მეორე ტიპის დიაბეტის და კარდიოვასკულარული დაავადებების გაჩენის რისკსაც. ამიტომ სჯობს გაიღვიძოთ მაქსიმუმ ერთი საათის განსხვავებით რეგულარულად.

მაღვიძარის დროის გადაწევა

გაღვიძების შემდეგ დამატებით 15 წუთით ლოგინში წოლა სარგებელს არ მოგიტანთ. ასეთ დროს ძილის ახალ ფაზაში შეიძლება გადახვიდეთ და მისგან ნაადრევად გამოსვლისას თავი უფრო დაღლილად იგრძნოთ.

ზედმეტად ბევრი შუქი ოთახში

როგორც კი თქვენი თვალი შუქს მოკრავს თვალს, თქვენი ორგანიზმი ძილის მომგვრელი ჰორმონი მელატონინის გამომუშავებას წყვეტს, რასაც ძილის პრობლემების გამოწვევა შეუძლია. ეს ეხება ბუნებრივ და ხელოვნურ სინათლეებს. ამიტომ სჯობს მთლიანად გამორთოთ ელექტრონული მოწყობილობები თქვენს საძინებელში.

საუზმის გამოტოვება

საუზმე ბიოლოგიური საათის ჩართვაში გვეხმარება, რომელიც დროს ითვლის შემდეგ დასვენებამდე. თუკი ზედმეტად დიდი დრო გავა გაღვიძებიდან ჭამამდე, თქვენი ორგანიზმი სტრესის ჰორმონის კორტიზოლის გამომუშავების დონეს ზრდის.

სახამებლიანი და ტკბილი საჭმელის ჭამა დაძინებამდე

დაძინებამდე ჭამა თქვენი ტანის გარდა ასევე ძილისთვისაც მავნებელია. ეს განსაკუთრებით ეხება მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საჭმელებს, რომლებიც ორგანიზმში კორტიზოლის დონეს ზრდის. ეს ეფექტი 5 საათი გრძელდება, რის გამოც სჯობს უარი თქვათ პიცაზე, ნამცხვრებზე და კარტოფილზე დაძინებამდე 5 საათით ადრე.

არეული საძინებელი

კვლევების მიხედვით დალაგებული ოთახი და ლოგინი სასიამოვნო სურნელთან ერთად ადრე დაძინების სურვილს აღვივებს. სწორედ ამიტომ უნდა დაალაგოთ საძინებელი.

ცხელი აბაზანის ან შხაპის მიღება ძილის წინ

თბილი წყლით დაფარვა დაგეხმარებათ ტკბილად დაძინებაში, თუმცა მაშინვე არ უნდა დაწვეთ დასაძინებლად. სხეულის ტემპერატურის დაწევა ერთ-ერთი სიგნალია, რომლითაც ორგანიზმი დაძინების დროის მოსვლას განიშნებთ. შესაბამისად ცხელი შხაპი ამ სიგნალის გაჩენას აფერხებს. ამიტომ უნდა მიიღოთ ცხელი შხაპი ან აბაზანა მინიმუმ ძილის დროის მოსვლამდე 2 საათით ადრე.